Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 21

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 21. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე: ა) საერთო ხელმძღვანელობას და ორგანიზებას უწევს უზენაესი სასამართლოს მუშაობას; ბ) შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე; უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს, საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს პალატების სხდომებს; გ) (ამოღებულია - 01.05.2013, №580) ; დ) საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან; ე) წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; ზ) განსაზღვრავს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მოსამართლეს, რომელიც გასცემს ბრძანებას „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების ჩატარების თაობაზე; თ) ახორციელებს ამ კანონის XIII 1 თავით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; ი) (ამოღებულია - 21.07.2018, №3262) ; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

1¹.უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, 10 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს მისი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, უფლებამოსილების ვადისა, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრებათ. წარდგენილად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის ხმები მიიღო. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო აღნიშნული რაოდენობის ხმები, კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს (კანდიდატთა მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატს, რომელსაც აქვს სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება). კანდიდატი წარდგენილად ითვლება, თუ მან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმები მიიღო. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვერ წარადგინა, ბოლო კენჭისყრიდან არაუადრეს 2 კვირისა კანდიდატურის დასახელების პროცედურა ხელახლა იწყება. საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ასარჩევად იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

2.უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის დროებით არყოფნისას თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე ბრძანებით ახორციელებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი III. სააპელაციო სასამართლო

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №56 · ძალაშია 1 სექ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025

    21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში თავმჯდომარის ფუნქცია გაფართოვდა ორგანიზებით და ფორმულირება „საქმიანობა“ შეიცვალა „მუშაობით“.

  2. 11 მარ. 2025
  3. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023

    21-ე მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი, რომელიც აწესებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10-წლიან ვადას, საბჭოს მიერ წარდგენისა და პარლამენტის მიერ არჩევის წესს და ხელმეორე არჩევის აკრძალვას.

  4. 29 აპრ. 2022
  5. 20 დეკ. 2018
  6. 10 აგვ. 2018

    21-ე მუხლის 1-ლ პუნქტში „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულია, „კ“ ქვეპუნქტი უცვლელია.

  7. 1 მაი. 2018· გამოქვეყნდა 26 აპრ. 2018

    პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დისციპლინური უფლებამოსილებების წყარო ამ კანონის XIII 1 თავია.

  8. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  9. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 11 ნოე. 2015
  10. 21 თებ. 2017

    21-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება, აღძრას დისციპლინური დევნა და განახორციელოს სხვა დისციპლინური უფლებამოსილებები.

  11. 20 მაი. 2013

    21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულია: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებათა ჩამონათვალში აღარ არის მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ხელმძღვანელობა; დანარჩენი ქვეპუნქტები უცვლელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 11 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 20უზენაესი სასამართლოს პალატების თავმჯდომარეები
  • 18უზენაესი სასამართლოს პლენუმი
  • 17უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 147უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 13უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები და უფლებამოსილების ფარგლები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 12

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
616412201817611376147418121
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026