Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 34¹

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 34¹. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141515¹161718

1.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შერჩევის პროცედურის დაწყებას აცხადებს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და თავისი ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით და შესაბამის ინფორმაციას აწვდის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს პირის მიერ შერჩევის პროცედურაში მონაწილეობისათვის წარსადგენი განცხადების ფორმას და თანდართული დოკუმენტების ნუსხას. პირის მიერ წარდგენილი განცხადება და დოკუმენტები (მათ შორის, ავტობიოგრაფია) უნდა შეიცავდეს სათანადო ინფორმაციას მის მიერ მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე, აგრეთვე პირის თანხმობას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემების) ამ კანონის 34 2 მუხლით დადგენილი წესით მოძიებაზე/გადამოწმებაზე და საქართველოს პარლამენტისთვის გადაცემაზე/გასაჯაროებაზე.

3.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებები მიიღება შერჩევის პროცედურის დაწყებიდან 3 კვირის განმავლობაში.

4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას პირის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ, თუ იგი აკმაყოფილებს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და მას ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, სრულყოფილად აქვს წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები. რეგისტრაციის პროცედურის დასრულებისთანავე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება განმცხადებელთა სია, ავტობიოგრაფიები და ინფორმაცია კანდიდატად მათი რეგისტრაციის შესახებ.

5.შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გაასაჩივროს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა საჩივარს იხილავს ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად და გადაწყვეტილებას იღებს 2 სამუშაო დღის ვადაში.

6.(ამოღებულია - 01.04.2021, №447) .

7.(ამოღებულია - 30.09.2020, №7205) .

8.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა იწყებს კანდიდატებად რეგისტრირებული პირების საჯარო მოსმენას. კანდიდატებად რეგისტრირებულმა პირებმა აღნიშნული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 5 სამუშაო დღეში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად რეგისტრაცია უქმდება.

9.კანდიდატების მოსმენის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს შესასწავლად გადაეცემა კანდიდატების შესახებ ამ კანონით დადგენილი წესით მოძიებული ინფორმაცია.

10.კანდიდატები საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად წარდგებიან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, კითხვა დაუსვან თითოეულ კანდიდატს. კანდიდატების საჯარო მოსმენა უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით. კანდიდატების საჯარო მოსმენა იმართება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი წესით.

11.კანდიდატების საჯარო მოსმენის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ფარულად, ამ კანონის 35 ​​​1 მუხლის გათვალისწინებით სამოსამართლო გამოცდილების არმქონე კანდიდატს აფასებენ ქულებით იმავე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხოლო სამოსამართლო გამოცდილების მქონე კანდიდატს − ქულებით იმავე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ასევე ფარულად, ამ კანონის 35 ​​ 1 მუხლის გათვალისწინებით კანდიდატებს აფასებენ აგრეთვე კეთილსინდისიერების კრიტერიუმით იმავე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ პუნქტის შესაბამისად არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და აღნიშნულ შეფასებებს არ გადასცემს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, მიიჩნევა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს ამ პუნქტით განსაზღვრულ პროცედურაში. ამასთანავე, მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები უქმდება. კანდიდატების მიერ დაგროვებული ქულების რაოდენობა, აგრეთვე ამ კანონის 35 ​​ 1 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული განზოგადებული შეფასებები ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად კანდიდატთა შეფასებების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს განკარგულებას, რომელშიც მიეთითება შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების ვინაობა, აგრეთვე იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებიც შემდგომ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. აღნიშნული განკარგულების მიღებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საბჭოს წევრებს წარუდგენს ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ,  კანდიდატთა შეფასებების შესახებ შეჯამებულ წერილობით ინფორმაციას. შემდგომ ეტაპზე გადადის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არის გამოცხადებული. ამასთანავე, კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავა შემდგომ ეტაპზე, თუ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მის მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 10-მა წევრმა მაინც მიიჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით შემდგომ ეტაპზე გადასული კანდიდატების გამოვლენისას აღმოჩნდა, რომ  2 ან 2-ზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სია და ამ პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება საჯაროა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

13.ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა სიისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გამოქვეყნების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით აღნიშნულ სიაში მყოფ კანდიდატებს საბჭოს დახურულ სხდომაზე კენჭი სათითაოდ, შემდეგი წესის დაცვით ეყრებათ: პირველ რიგში, კენჭი ეყრება კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამის მიხედვით ამ კანდიდატთაგან საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს, შემდეგ კი იმავე პრინციპის დაცვით, თანამიმდევრობით ეყრებათ კენჭი დანარჩენ კანდიდატებს. თუ აღმოჩნდა, რომ 2 ან 2-ზე მეტი კანდიდატის კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებულ ქულათა ჯამი თანაბარია, კენჭისყრის რიგითობის განსაზღვრისას მათ შორის უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტმა წევრმა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით უკეთესად შეაფასა, ხოლო თუ ეს შეფასებებიც თანაბარია − იმ კანდიდატს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრა  ფარულია. კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ კანონის 35 1 მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით ხელმძღვანელობენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატი საქართველოს პარლამენტს წარედგინება, თუ მას მხარს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს. საქართველოს პარლამენტს კანდიდატები ერთიანად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით წარედგინება. ეს წარდგინება და ამ პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

14.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული ყოველი კენჭისყრის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წერილობით წარუდგინოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და რომელსაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისას უგზავნის საქართველოს პარლამენტს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს უგზავნის აგრეთვე ამ მუხლის მე-11−მე-13 და მე-15 პუნქტების შესაბამისად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას.

15.თუ საქართველოს პარლამენტი კანდიდატს/კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ვერ აირჩევს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის მიერ ჩატარებული უშედეგო კენჭისყრის დღიდან 2 კვირის განმავლობაში კანდიდატებად რეგისტრირებულ პირთა სიაში მითითებული კანდიდატებიდან ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით შეარჩიოს იმდენი კანდიდატი, რამდენი ვაკანსიაც არსებობს, და ის/ისინი ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ამასთანავე, სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება იმავე პუნქტების შესაბამისად. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცედურა ერთჯერადია.

15¹.თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ განახორციელებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ პროცედურას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა, საერთო წესით იწყება.

16.თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია, იგი არ სარგებლობს კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არცერთ ეტაპზე. იგი ასევე არ არის უფლებამოსილი, კითხვით მიმართოს კანდიდატებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას.

17.თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს კანდიდატი ვერ წარუდგინა ან კანონით დადგენილი ყველა სათანადო პროცედურის ამოწურვის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსია ვერ შეივსო, 1 თვის ვადაში სათანადო კანდიდატის შერჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

18.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე   ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის იმ კანდიდატის წარდგენა, რომელმაც კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა საჭირო რაოდენობის ხმები, ერთი და იმავე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ფარგლებში შეიძლება მხოლოდ ორჯერ. საქართველოს 2019 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის ორგანული კანონი №7205 – ვებგვერდი, 05.10.2020წ. საქართველოს 2021 წლის 1 აპრილის ორგანული კანონი №447 – ვებგვერდი, 01.04.2021წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1252 – ვებგვერდი, 18.12.2025წ.

რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 31 დეკ. 2025· გამოქვეყნდა 18 დეკ. 2025
  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  3. 12 ივნ. 2024
  4. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023
  5. 1 აპრ. 2021
  6. 5 ოქტ. 2020
წინა მუხლი 34შემდეგი მუხლი 34²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

4
ციტირებულია მუხლი
6
ცვლილება
ბოლო 2025-12-18
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 1მუხლი 34²მუხლი 35¹

მიუთითებენ მასზე

კორუფციის წინააღმდ… 14მუხლი 34²მუხლი 34³მუხლი 34

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 34²უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიება
  • 34³უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გასაჩივრება
  • 50საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საკითხის გადაწყვეტის წესი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა
  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 193ამ რეგლამენტის 181-ე−189-ე მუხლებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევის პროცედურა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 7სამსახურის უფროსის არჩევა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 42პარტიების რეგისტრაცია/
  • 11უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 18უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61641434²34³135¹34507181811971934234¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …კორუფციის წინააღმდეგ ბ…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სახელმწიფო…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026