Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 196

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 196. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.პარლამენტი კონკურსის საფუძველზე ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს. პარლამენტმა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ახალი წევრი უნდა აირჩიოს მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის არჩევისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.

2.საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, აგრეთვე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული თითოეული წარმდგენი სუბიექტი უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად პარლამენტის წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება.

3.პარლამენტმა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

4.საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

5.საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები პარლამენტს უნდა წარედგინოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის: ა) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა; ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.

6.საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადას პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

7.პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტმა აღნიშნული საბუთების განხილვა ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად უნდა დაასრულოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადის გასვლიდან: ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ და შეესაბამებიან ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს ამ პუნქტში აღნიშნულ კანდიდატთაგან იმ კანდიდატების შესახებ, რომლებსაც კომიტეტი უწევს რეკომენდაციას საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის თანამდებობაზე განსაწესებლად. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.

9.ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი კანდიდატურები განიხილონ პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან: ა) 2 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) 1 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

10.პარლამენტი ფრაქციათა მიერ კანდიდატების განხილვის ვადის დასრულების შემდეგ, უახლოეს პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე მართავს კენჭისყრას საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა შესახებ მონაცემებს.

11.პარლამენტის მიერ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის პროცედურა საჭიროების შემთხვევაში 2 ტურად იმართება. არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტებით დადგენილი წესით.

12.თუ კენჭისყრის პირველ ტურში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებმაც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმები მიიღეს, არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

13.თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. მათი რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ აღნიშნულ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი წესით.

14.თუ კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში კანდიდატების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადებში განიხილონ, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 26 ივნისის რეგლამენტი №831 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 27 ივნ. 2025
წინა მუხლი 195შემდეგი მუხლი 197

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-27
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა
  • 195საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75¹⁹სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი
  • 75¹⁷დისციპლინური საქმეების განმხილველი ორგანო და მისი საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
  • 75²¹ანაზღაურება მოვალეობის შესრულებისათვის

პროკურატურის შესახებ

  • 19საპროკურორო საბჭო

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

  • 21¹—

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 123საქართველოს პარლამენტის არჩევის წესი და უფლებამოსილების ვადა

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 4პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6023³421¹75¹⁹75¹⁷75²¹19197182195123196
მნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …საქართველოს პარლამენტი…პროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სახალხო და…საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026