Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 75¹⁹

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75¹⁹. სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სადისციპლინო კოლეგია შედგება 5 წევრისგან, რომელთაგან 3 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 წევრი მოსამართლე არ არის. სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც მოსამართლეები არ არიან, ირჩევს საქართველოს პარლამენტი. სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, მათი განხილვის, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენისა და სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევის წესი და ვადა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.

2.საქართველოს პარლამენტმა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩევისას საჭიროა წევრობის კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობა.

3.საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ სადისციპლინო კოლეგიის წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.

4.სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

5.მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი.

6.სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა; ე) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) გარდაცვალება; ზ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება; თ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; ი) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; კ) შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა.

7.სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა.

8.სადისციპლინო კოლეგიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია.

9.სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინურ საქმეს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის ორგანული კანონი №3903 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6858 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. 28 ივლ. 2020
  3. 14 დეკ. 2018
წინა მუხლი 75¹⁸შემდეგი მუხლი 75²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

1
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2025-06-27
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს პარლამ… 207

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75²⁰სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე
  • 75²⁴სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის პრინციპები
  • 75⁴⁰სადისციპლინო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 196საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი
  • 195საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

პროკურატურის შესახებ

  • 19საპროკურორო საბჭო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 11—

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 84საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6023³1175²⁰75²⁴75⁴⁰19208420719619519775¹⁹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებსაქართველოს საკონსტიტუ…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026