1.საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია (შემდგომ – სადისციპლინო კოლეგია).
2.სადისციპლინო კოლეგია საქმიანობას ახორციელებს ამ კანონითა და სადისციპლინო კოლეგიის წარდგინებით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ .
