Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 195

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 195. საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საპროკურორო საბჭოს 5 წევრი, მათ შორის, 2 წევრი პარლამენტის წევრთაგან, აირჩევა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და ამ მუხლით დადგენილი წესით.

2.საპროკურორო საბჭოს 2 წევრს პარლამენტის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. არჩეულ საპროკურორო საბჭოს წევრთაგან ერთი უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ხოლო ერთი − საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი. ყოველ ფრაქციას და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის თითო კანდიდატი. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი წარედგინება პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევის საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, არჩევის პროცედურა 1 თვის ვადაში, ამ პუნქტით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები 2 კვირის ვადაში წარედგინება. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე საპროკურორო საბჭოს წევრად არჩეულ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში.

3.პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს კონკურსის საფუძველზე. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, აგრეთვე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოთ აღნიშნული თითოეული წარმდგენი სუბიექტი უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტის წევრის, მოსამართლის, პროკურორის წარდგენა არ შეიძლება.

4.პარლამენტი საპროკურორო საბჭოს 1 წევრს ირჩევს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა. პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტმა საპროკურორო საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა საბჭოს წევრად არჩევაზე წინასწარ წერილობითი თანხმობა უნდა განაცხადოს.

6.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები) ნუსხა და კანდიდატის წერილობითი თანხმობა.

7.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროკურორო საბჭოს ახალი წევრი უნდა აირჩეს საპროკურორო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო საპროკურორო საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. თუ პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს ახალი წევრის არჩევისას ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, მისი არჩევის პროცესი დაიწყება ან გაგრძელდება მორიგი სესიის დაწყებისთანავე ან მორიგი სესიის დაწყებამდე, რიგგარეშე სესიაზე.

8.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარედგინოს საპროკურორო საბჭოს წევრის: ა.ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე-40 კალენდარული დღისა; ა.ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა; ბ) საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადას პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე; გ) პარლამენტისთვის წარდგენილი სათანადო საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. კომიტეტმა აღნიშნული საბუთების განხილვა ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად უნდა დაასრულოს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან: გ.ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ.ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საბუთების განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საპროკურორო საბჭოს წევრობის იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც შეესაბამებიან ამ მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიას და თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს; ე) ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურები განიხილონ პარლამენტის ბიუროსთვის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენიდან: ე.ა) 2 კვირის ვადაში − ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე.ბ) 1 კვირის ვადაში − ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევის საკითხი შეაქვს ფრაქციათა მიერ საბჭოს წევრთა კანდიდატურების განხილვის ვადის დასრულების შემდეგ პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა შესახებ მონაცემებს.

9.ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში: ა) პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წევრთა კანდიდატურების პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე მართავს კენჭისყრას საპროკურორო საბჭოს წევრების ასარჩევად. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების მიხედვით განისაზღვრება; ბ) კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან საპროკურორო საბჭოს წევრობის ის კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ კანდიდატთა რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატები. თუ არჩეული კანდიდატი ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი; გ) თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ საპროკურორო საბჭოს წევრობის დარჩენილ კანდიდატთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. ამ კანდიდატთა რაოდენობა ვაკანტურ თანამდებობათა გაორმაგებულ რაოდენობას არ უნდა აღემატებოდეს. თუ აღნიშნულ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. კენჭისყრის მეორე ტურში არჩეული კანდიდატი გამოვლინდება ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით; დ) თუ კენჭისყრის პირველ ტურში საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობას არ აღემატება და ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, კენჭისყრის მეორე ტური არ გაიმართება.

10.თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი წესით ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევის პროცედურა 70 კალენდარული დღის ვადაში, ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის ვადას იმ პირობების დაცვით, რომ ეს ვადა 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ იყოს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა საბჭოს წევრთა კანდიდატურები ამ მუხლის მე-8 პუნქტის „გ.ა“ და „ე.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში განიხილონ, ადგენს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

წინა მუხლი 194შემდეგი მუხლი 196

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი
  • 182საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა
  • 186საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევა

პროკურატურის შესახებ

  • 19საპროკურორო საბჭო
  • 20პროკურორთა კონფერენცია
  • 16გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გამწესების კრიტერიუმები და წესი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 65პროკურატურა
  • 37პარლამენტის არჩევნები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75¹⁹სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

მაუწყებლობის შესახებ

  • 9კომისიის შემადგენლობა

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
653723³975¹⁹19201620197182186195
მნიშვნელობით ახლოსპროკურატურის შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…საერთო სასამართლოების …ენერგეტიკისა და წყალმო…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026