Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 214

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 214. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას, ვადიან თავისუფლების აღკვეთას ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ან თუ აღნიშნული კომისიის წევრი გადადგება თანამდებობიდან ან გარდაიცვლება, პარლამენტი მითითებული გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას მოქმედებს ამ რეგლამენტის მე-9 მუხლით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის დადგენილი პროცედურები. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი თანამდებობიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა.

3.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს: ა) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ინტერესთა კონფლიქტის ნორმების დარღვევის შემთხვევაში; ბ) კომისიის წევრის მიერ ზედიზედ 3 თვეზე მეტი ხნით ან წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნით არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის შემთხვევაში.

4.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრის ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.

5.პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეაქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

6.საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს პარლამენტი კენჭს უყრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, იმ კომისიის წევრს, რომლის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც იხილება, უფლება აქვს, წერილობით ან/და ზეპირად − პლენარულ სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტს საკუთარი პოზიცია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამ მეხუთედზე მეტის თანხმობა.

7.თუ ხმების რაოდენობა საკმარისზე ნაკლებია, ან თუ პარლამენტი ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში კენჭისყრას არ ჩაატარებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა წყდება.

8.ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია.

წინა მუხლი 212შემდეგი მუხლი 215

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 33კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 187საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის არჩევა
  • 9პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა ან ვადამდე შეწყვეტა

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 14კომისიის წევრი

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 12კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 30კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
  • 60დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 39საქართველოს პარლამენტის წევრი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 10კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 131საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 28¹მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 50დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
141210395028¹3060933187131214
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…ეროვნული მარეგულირებელ…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…ელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026