Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 237

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 237. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პარლამენტის, კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის სხვა ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის აპარატის სტრუქტურაში იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.

2.პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. ერთი და იგივე პირი პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3.პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირისა), „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

4.პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულებით, რომელსაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის ან/და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5.პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან პარლამენტის თავმჯდომარე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენ წევრებს ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე ისე, რომ სამეთვალყურეო საბჭოში იყოს წარმოდგენილი თითოეული ფრაქციის ერთი წევრი მაინც. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე.

6.პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, რომელსაც წარუდგენს თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს, ხოლო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს იგი წელიწადში ორჯერ, საგაზაფხულო სესიისა და საშემოდგომო სესიის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, წარუდგენს წერილობით ინფორმაციას შესაბამის სასესიო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ.

წინა მუხლი 236შემდეგი მუხლი 238

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 234პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა
  • 236დებულებები და წესები
  • 143პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
  • 40საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები
  • 69სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 14საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 21კომისიის საქმიანობის მართვა

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 12ფრაქციის საქმიანობისათვის იქმნება სათანადო პირობები.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • 15¹მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, სამართლებრივი, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვე­ტი­ლებათა შესრულებაზე კონტროლის მიზნით იქმნება მთავრობის აპარატი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 6პალატის მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4140693914615¹2112234236143237
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საბიუჯეტო …საბიუჯეტო სისტემისა და…ენერგეტიკისა და წყალმო…საპარლამენტო ფრაქციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026