Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 240

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 240. გარდამავალი დებულებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე პარლამენტისთვის წარდგენილ ყველა საკანონმდებლო წინადადებაზე, რომლებიც ჯერ არ არის განხილული, ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-100 მუხლის მოქმედება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ამ რეგლამენტის ამოქმედებამდე პარლამენტისთვის წარდგენილ ყველა საკანონმდებლო წინადადებაზე, რომლებიც ჯერ არ არის განხილული, ვრცელდება ამ რეგლამენტის მე-100 მუხლის მოქმედება. მუხლი 241. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის უფლებები და საქმიანობის წესი 1. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 3 პარლამენტის წევრს შეუძლია ამ რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი), თუ იგი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი იყო, როგორც პარლამენტის წევრობის უპარტიო კანდიდატი, ან თუ იგი დატოვებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობას. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების 1 პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება დაუშვებელია. 2. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 3-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი დარჩა. პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა ხდება, შესაბამისად, პარლამენტის წევრის ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის ან გარიცხვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესებით. 3. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებითაც წესრიგდება ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, ამ რეგლამენტის 55-ე მუხლი), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ნორმები იმავდროულად კონსტიტუციური ნორმებია. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას. 4. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე და პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე არიან პარლამენტის თანამდებობის პირები და სარგებლობენ იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს, შესაბამისად, ფრაქციის თავმჯდომარეს (მათ შორის, ამ რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით), გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული უფლებებისა, და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა საპარლამენტო თანამდებობა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, არ იყოს პარლამენტის კომიტეტის წევრი. თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 6-ზე მეტი პარლამენტის წევრია, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს 2 მოადგილე, ხოლო თუ პოლიტიკური ჯგუფის წევრთა რაოდენობა 7-ზე ნაკლებია − 1 მოადგილე. 5. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ 1 პოლიტიკურ ჯგუფში. ამასთანავე, პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს ფრაქციის წევრი. 6. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, თუ პოლიტიკური ჯგუფი არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 51-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების მოთხოვნებს, მას რეგისტრაციაზე უარი ეთქმება. პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს შესაბამისი გადაწყვეტილების მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 7. 2028 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში ან პოლიტიკურ ჯგუფში, იწოდება უფრაქციო პარლამენტის წევრად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 2026 – 2 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 1 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 2 მარ. 2026 – 1 აპრ. 2026 ტექსტი უცნობია

  4. 26 დეკ. 2025 – 2 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  5. 1 აგვ. 2025 – 26 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 239შემდეგი მუხლი 241

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 რედაქცია
  • 5 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 100მუხლი 16მუხლი 50მუხლი 51მუხლი 55

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 96კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 103გარდამავალი დებულებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 90გარდამავალი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 31გარდამავალი დებულება

მეწარმეთა შესახებ

  • 254გარდამავალი დებულებები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 11გარდამავალი დებულებანი

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

  • 19პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

  • 9გარდამავალი დებულებანი

თავისუფლების ქარტია

  • 14გარდამავალი დებულებანი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 313გარდამავალი დებულება

კულტურის შესახებ

  • 39პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 19პასუხისმგებლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
311131319141039254100165051559690240
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…პროდუქტის უსაფრთხოების…აჭარის ავტონომიური რეს…არასაბანკო სადეპოზიტო …მეწარმეთა შესახებმიკროსაფინანსო ორგანიზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026