Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 28

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 28. პარლამენტის ბიუროს სხდომა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.პარლამენტის ბიუროს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

2.პარლამენტის ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი, ყოველ ორშაბათს, 15 საათზე, ხოლო პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში – საჭიროებისამებრ.

3.პარლამენტის ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. პარლამენტის ბიურო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისთვის (უფლებამოსილების დადგენისთვის) განსაზღვრული კვორუმის ნახევრისა.

4.პარლამენტის ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. პარლამენტის ბიუროს საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. პარლამენტის ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. პარლამენტის ბიუროს სხდომის დახურვის საკითხი განიხილება დახურული წესით. პარლამენტის ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.

5.პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრის დასწრება სავალდებულოა. საპატიო მიზეზით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე − მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

6.პარლამენტის ბიუროს სხდომას ბიუროს თანხმობით შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები.

7.საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შეიძლება დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას.

წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 27პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებები
  • 29პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
  • 85პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 26უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა
  • 35კომიტეტის სხდომა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 44პარლამენტის სესია და სხდომა
  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
  • 40საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 19უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა
  • 28კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

  • 12პარლამენტის სხდომებში მონაწილეობის უფლება

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 14¹საკრებულოს ბიურო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44414014¹121928263527298528
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს დედაქალაქი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026