Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 26

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 26. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ბიუროს სხდომას იწვევს და უძღვება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ აღნიშნულის განუხორციელებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ბიუროს სხდომას წარმართავს უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე.

2.უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომები სასესიო პერიოდში იმართება, როგორც წესი, ყოველ სამშაბათს, 12 საათზე, ხოლო სესიებს შორის პერიოდში – საჭიროებისამებრ. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაცია და სხდომის დღის წესრიგი  უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომამდე უნდა განთავსდეს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

3.უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა თავისი ინიციატივით ან კომიტეტის, ფრაქციის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

4.უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება უმაღლესი საბჭოს ბიუროს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. იგი გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) განსაზღვრული კვორუმის ნახევრისა.

5.უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. ბიუროს სხდომა შეიძლება დაიხუროს, თუ ამას მოითხოვს ბიუროს წევრი და მის მოთხოვნას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობა. ბიუროს დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს სხდომის თავმჯდომარე.

6.უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრის დასწრება სავალდებულოა. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ხმის იმავე უფლებით შეიძლება შეცვალოს მისმა მოადგილემ ან ფრაქციის წევრმა უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

7.უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს უმაღლესი საბჭოს წევრი,  უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი.

8.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს შეუძლია უმაღლესი საბჭოს ბიუროს წინაშე დასვას საკითხი და სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა მის განხილვაში.

წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-30 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 75პლენარული სხდომის დღის წესრიგი
  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 27უმაღლესი საბჭოს ბიუროს გადაწყვეტილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 19უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა
  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე
  • 28კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 28პარლამენტის ბიუროს სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 16უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
  • 13უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
  • 10უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 8უმაღლესი საბჭოს სესია და სხდომა
  • 4უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
161310196128757627842826
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 30 აპრ. 2026