Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 85

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 85. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს.

2.პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადა და წესი.

3.საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს დღის პირველ ნახევარში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს განსაზღვრული დროის გამოყოფა მის მიერ ინიციირებული კანონის, პარლამენტის დადგენილების ან პარლამენტის სხვა აქტის პროექტის განსახილველად. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

4.პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით (ხელის აწევით). სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა ან/და საკითხის რიგგარეშე განხილვა.

5.პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს ეძლევა 3-წუთიანი სიტყვა. ამ დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება.

6.თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ან ფრაქციის თავმჯდომარე მოითხოვს საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. პარლამენტი საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ან საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკითხის განხილვის გარეშე, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. ამასთანავე, საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.

7.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი და მიმართვა მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება.

8.თუ კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის (გარდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა) პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 6 თვის განმავლობაში არ გამოიტანს კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის ბიურო განსახილველი კანონპროექტებისა და სხვა საკითხების ნუსხის საფუძველზე ადგენს სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს. 2. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტში შეიტანოს საკითხი, თუ არ არის დარღვეული ამ რეგლამენტით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვის ვადა და წესი. 3. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს დღის პირველ ნახევარში, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს განსაზღვრული დროის გამოყოფა მის მიერ ინიციირებული კანონის, პარლამენტის დადგენილების ან პარლამენტის სხვა აქტის პროექტის განსახილველად. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 4. პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრით (ხელის აწევით). სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შესაძლებელია საკითხების თანამიმდევრობის შეცვლა ან/და საკითხის რიგგარეშე განხილვა. 5. პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს ეძლევა 3-წუთიანი სიტყვა. ამ დროის გაგრძელების საკითხი არ განიხილება. 6. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე ან ფრაქციის თავმჯდომარე მოითხოვს საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას, სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. პარლამენტი საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას ან საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკითხის განხილვის გარეშე, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. ამასთანავე, საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები. 7. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი და მიმართვა მისი მოთხოვნის საფუძველზე რიგგარეშე განიხილება. 8. თუ კანონპროექტის ინიციატორი კანონპროექტის (გარდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა) პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 6 თვის განმავლობაში არ გამოიტანს კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისთვის, კანონპროექტი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 84შემდეგი მუხლი 86

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 80

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 29პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
  • 27პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებები
  • 28პარლამენტის ბიუროს სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 75პლენარული სხდომის დღის წესრიგი
  • 129თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე გამოცხადება
  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 60პლენარული სხდომის დღის წესრიგი
  • 79კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და მიღება
  • 61პლენარული სხდომის თავმჯდომარე

საქართველოს კონსტიტუცია

  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
  • 44პარლამენტის სესია და სხდომა

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 5საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია:

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4144607961751297658029272885
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საპარლამენტო ფრაქციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026