Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 27

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 27. პარლამენტის ბიუროს უფლებამოსილებები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარლამენტის მუშაობის ორგანიზებისთვის იქმნება პარლამენტის ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები, პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.

2.პარლამენტის ბიურო ამ რეგლამენტით დადგენილი წესით: ა) შეიმუშავებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტს; საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს პარლამენტის სესიის ორკვირიანი ციკლის სამუშაო გეგმას; ბ) უზრუნველყოფს კანონის, დადგენილების, კონცეფციის, რეზოლუციის, მიმართვის, დეკლარაციის, პარლამენტის მიერ მისაღები სხვა აქტის პროექტის, აგრეთვე კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დასკვნების საფუძველზე საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტში შეტანას; გ) განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის დაჩქარებული ან გამარტივებული წესით განხილვის შესახებ; დ) უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტში შეტანას; ე) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა არჩევის თაობაზე შესაბამისი კომიტეტების დასკვნების საფუძველზე საკითხის პარლამენტის პლენარული სხდომების დღის წესრიგის პროექტში შეტანას; ვ) ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ კომიტეტებში, დროებით საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში, ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; ზ) ამტკიცებს კომიტეტების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების დებულებებს; თ) წყვეტს ფრაქციათა რეგისტრაციის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიების რეგისტრაციის საკითხებს; ი) ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადებასა და თანდართულ მასალებს, აგრეთველობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტისსაკითხს შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს; იღებს გადაწყვეტილებას პირის ლობისტად რეგისტრაციის საკითხზე, აგრეთვე ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობის შეწყვეტის შესახებ; კ) პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებებს; ლ) ეთიკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ეთიკის საბჭოს დებულებას; მ) იღებს გადაწყვეტილებებს პარლამენტის მუშაობის ცალკეულ ორგანიზაციულ საკითხებზე; ნ) (ამოღებულია - 10.06.2026, №1683); ო) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 1 აპრილის რეგლამენტი №1480 – ვებგვერდი, 01.04.2026წ. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
  2. 1 აპრ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 26შემდეგი მუხლი 28

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 212

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 21პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებები
  • 85პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი
  • 28პარლამენტის ბიუროს სხდომა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
  • 40საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები
  • 36პარლამენტის სტატუსი და უფლებამოსილება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 13 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 25უმაღლესი საბჭოს ბიუროს უფლებამოსილებები
  • 75პლენარული სხდომის დღის წესრიგი
  • 76პლენარული სხდომის თავმჯდომარე

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 27მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 5საპარლამენტო ფრაქცია უფლებამოსილია:

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13 (დ…41403627257576521221852827
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…საპარლამენტო ფრაქციის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026