საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 42. ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად.

2.პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შესაბამისი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგში შეიტანოს ნორმატიული აქტის აღსრულების საკითხი. ეს საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

3.ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ მოსმენის გამართვის შემდეგ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს: ა) პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით; ბ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის მიზნით სათანადო ცვლილების მომზადების შესაბამისი კომიტეტისთვის დავალება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომიტეტი აკონტროლებს მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას. ამ მიზნით იგი შეისწავლის და აანალიზებს აღნიშნული ნორმატიული აქტების ეფექტიანობას, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილ ხარვეზებს, განიხილავს მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებებს, ნორმატიული აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელ ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს და იღებს ზომებს მათი შესრულების უზრუნველსაყოფად. 2. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია შესაბამისი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის დღის წესრიგში შეიტანოს ნორმატიული აქტის აღსრულების საკითხი. ეს საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით. 3. ნორმატიული აქტის აღსრულების მდგომარეობის შესახებ მოსმენის გამართვის შემდეგ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში იღებს დადგენილებას, რომელშიც შეიძლება აისახოს: ა) პარლამენტის შეფასება ნორმატიული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით; ბ) ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის მიზნით სათანადო ცვლილების მომზადების შესაბამისი კომიტეტისთვის დავალება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91786¹1555683940656043414542
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ეროვნული მარეგულირებელ…აფხაზეთის ავტონომიური …უმაღლესი განათლების შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა