Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტიმუხლი 55

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 55. დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 8 ივლ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.დროებით კომისიას უფლება აქვს განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო, კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის ან მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.

2.დროებითი კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს შემდეგ აქტებს: დასკვნას, რეკომენდაციას, გადაწყვეტილებას. დროებითი კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია მიიღება მხოლოდ საკითხის განხილვის შემაჯამებელ ეტაპზე, ხოლო გადაწყვეტილება – ამ რეგლამენტის 52-ე მუხლით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით.

3.დროებითი კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ვალდებულია საკითხი შეიტანოს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დროებით კომისიას უფლება აქვს თავისი აქტები რეაგირებისათვის  შესაბამის დაწესებულებას გადაუგზავნოს.

4.დროებითი კომისიის აქტების შესაბამისი დაწესებულებისთვის გადაგზავნის შემთხვევაში საკითხის განხილვის შედეგებისა და განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.

5.დროებითი კომისიის პოზიციას უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.

6.უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა, რომელზედაც განიხილება დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტი, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის განსახილველად შეიძლება გაიმართოს დახურული პლენარული სხდომა. სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დახურული პლენარული სხდომის დაწყებისას სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს უმაღლესი საბჭოს წევრებს და დახურულ სხდომაზე რეგლამენტით დადგენილი წესით დასწრების უფლების მქონე პირებს დროებითი კომისიის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ცნობების გახმაურებისათვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ.

7.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დროებითი კომისიის აქტის განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული მომხსენებლის გამოსვლით.

8.მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხზე შეკითხვებით მიმართონ მას. კითხვა-პასუხი და უმაღლესი საბჭოს წევრთა გამოსვლები მიმდინარეობს რეგლამენტით, კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

9.კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას დროებითი კომისიის მიერ შემუშავებული აქტის თაობაზე.

წინა მუხლი 54შემდეგი მუხლი 56

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-07-08 · №37

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 52

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 53დროებითი კომისიის სხდომა
  • 47დროებითი კომისიის შექმნა
  • 46დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 65დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
  • 63დროებითი კომისიის სხდომა
  • 57დროებითი კომისიის შექმნა

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 69დროებითი საგამოძიებო კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
  • 78დროებითი კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიში, აქტები და მათი განხილვის წესი
  • 66დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია

  • 6უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 14უმაღლესი საბჭოს დროებითი კომისია

მაუწყებლობის შესახებ

  • 8კომისიის სამართლებრივი აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
14852534746656357669786655
მითითებამნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 8 ივლ. 2026