საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 58. სახელმწიფო კომისია

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტი უფლებამოსილია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ცალკეული ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის უზრუნველყოფისმიზნით, ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლებისა და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების შემადგენლობით შექმნას სათათბირო ორგანო – სახელმწიფო კომისია.

2.პირი სახელმწიფო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

3.სახელმწიფო კომისია იქმნება პარლამენტის დადგენილებით. იმავე დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და მტკიცდება სახელმწიფო კომისიის დებულება, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილება, საქმიანობის ვადა და წესი.

4.სახელმწიფო კომისიას უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებისგან მიიღოს თავისი მუშაობისთვის საჭირო ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები.

5.სახელმწიფო კომისიას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი. სახელმწიფო კომისიის ხარჯები იფარება პარლამენტის ბიუჯეტიდან.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტი უფლებამოსილია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ცალკეული ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის უზრუნველყოფისმიზნით, ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლებისა და სხვა შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირების შემადგენლობით შექმნას სათათბირო ორგანო – სახელმწიფო კომისია. 2. პირი სახელმწიფო კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. 3. სახელმწიფო კომისია იქმნება პარლამენტის დადგენილებით. იმავე დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა და მტკიცდება სახელმწიფო კომისიის დებულება, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილება, საქმიანობის ვადა და წესი. 4. სახელმწიფო კომისიას უფლება აქვს, სახელმწიფო დაწესებულებებისგან მიიღოს თავისი მუშაობისთვის საჭირო ინფორმაცია და სხვა დოკუმენტები. 5. სახელმწიფო კომისიას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს პარლამენტის აპარატი. სახელმწიფო კომისიის ხარჯები იფარება პარლამენტის ბიუჯეტიდან.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2953244 (და…172059151804123358
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მთავრობის …საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა