საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

მუხლი 4. კომისიის საქმიანობის ზოგადი წესი და ხელმძღვანელობა

რედაქცია №30 კონსოლიდირებული · 16 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომისიის სხდომები იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესაბამისად.

2.კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი.

3.კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს შეისწავლოს „ სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სახელმწიფო საშინაო ვალთან დაკავშირებული მასალები და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი გადაწყვეტილებების პროექტები.

4.კომისია სხდომაზე განიხილავს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ პროექტებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

5.კომისიის სხდომის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.

6.კომისიის საბოლოო დასკვნას, წინადადებასა და გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.

7.კომისია მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებს დადგენილი წესით გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.

8.საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №259-სსმIII, №170, 30.11.2007წ., მუხ.1888

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
32176 (და…5 (და…3 (და…18 (დ…3 (და…2221414
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფოს მიერ დაფინ…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სახელმწიფო…შრომითი მოვალეობის შეს…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №30 · ბოლოს შემოწმდა