Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 66

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 66. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში მის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.

2.დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოების გამო მოიწვიოს ნებისმიერი პირი და მას წერილობითი ახსნა-განმარტება ჩამოართვას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია კონკრეტული დავალების შესასრულებლად შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით მოიწვიოს საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფოუსაფრთხოების სამსახურის, სხვა ორგანოთა, დაწესებულებათა და უწყებათა თანამშრომლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის კონკრეტული დავალების შესრულების ვადით თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობისგან, შესაბამის სახელმწიფო ორგანოში უნარჩუნდებათ ხელფასი და უნაზღაურდებათ სამივლინებო ხარჯები.

4.დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, ფიზიკური პირები და იურიდიული პირები ვალდებული არიან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, დადგენილი წესით წარადგინონ საკითხის გამოკვლევისთვის აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოპოვების მიზნით სახელმწიფო კონტროლის შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას საკითხი.

5.დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია წერილობითი მოთხოვნით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ადგილზე გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს და მიიღოს შესაბამისი საქმის მასალების ასლები, აგრეთვე გაეცნოს გამოძიების არდაწყების შესახებ არსებულ მასალებს, თუ კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ საქმეში ან მასალებში შეიძლება მოიპოვებოდეს მის მიერ განსახილველი საკითხის გამოკვლევისთვის საჭირო მონაცემები.

6.გამომძიებელი ვალდებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურორის დავალებით უზრუნველყოს კომისიის წევრებისთვის სისხლის სამართლის საქმისა და მისი მასალების ადგილზე გაცნობისა და ასლების მიღებისშესაძლებლობა.

7.არასრულწლოვანისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევას უნდა ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი. 14 წელს მიუღწეველ პირს განემარტება, რომ აუცილებელია სწორი ახსნა-განმარტების მიცემა, მაგრამ მას არ ეძლევა გაფრთხილება ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისთვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისთვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

8.თუ პირმა არ იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, მოწვეული უნდა იქნეს თარჯიმანი. სმენისა და მეტყველების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შემთხვევაში მოწვეული უნდა იქნეს ის პირი, რომელმაც იცის მისი სალაპარაკო ენა. თუ თარჯიმანი ან ის პირი, რომელმაც იცის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სალაპარაკო ენა, შეგნებულად არასწორად თარგმნის, იგი პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად.

9.მოწვეულ პირს ახსნა-განმარტება დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩამოერთმევა. გამონაკლის შემთხვევაში დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს კომისიის არანაკლებ 3 წევრს, რომელთაგან 1 მაინც არ უნდა იყოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი. ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ პირს ეძლევა გაფრთხილება ახსნა-განმარტების მიცემაზე უარის თქმისთვის ან მისი მიცემისთვის თავის არიდებისთვის და შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც აღინიშნება ახსნა-განმარტების ტექსტში და დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. ამასთანავე, დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია კომისიის ერთ-ერთ წევრს დაავალოს იმ პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა, რომელმაც თავად ისურვა, დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდებინა. კომისიის ეს წევრი ახსნა-განმარტების ჩამორთმევის წინ ამ პირს აფრთხილებს შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დასტურდება მოწვეული პირის ხელმოწერით. პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამისი წევრი. გაფრთხილება, ხელმოწერილი ოქმი და ახსნა-განმარტების აუდიოჩანაწერი დროებით საგამოძიებო კომისიას გადაეცემა. ახსნა-განმარტების მასალების გაცნობის შემდეგ დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია აღნიშნული პირი მიიწვიოს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით შემდგომი ახსნა-განმარტების ჩამოსართმევად.

10.დროებითი საგამოძიებო კომისიის სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

11.დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია პარლამენტს მიმართოს წინადადებით საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის აღძვრისთვის პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვების შესახებ.

12.დროებით საგამოძიებო კომისიას შეუძლია კონკრეტული საკითხის მომზადების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის წევრებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

წინა მუხლი 65შემდეგი მუხლი 67

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 370

მიუთითებენ მასზე

მუხლი 69

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 69დროებითი საგამოძიებო კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
  • 67დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა
  • 64დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 52დროებითი კომისიის უფლებამოსილება
  • 55დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
  • 53დროებითი კომისიის სხდომა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 62დროებითი კომისიის უფლებამოსილება
  • 65დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
  • 63დროებითი კომისიის სხდომა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 42პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 18კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებანი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 85სამმხრივი კომისიის უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37018428552555362656369676466
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს სისხლის სა…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…ყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026