Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 69

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 69. დროებითი საგამოძიებო კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, განსახილველ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ხოლო, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე დასვას გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი. ამასთანავე, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი, რისთვისაც მას მიაწვდის სათანადო საქმის მასალებს.

2.დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეიმუშავებს შემდეგ აქტებს: დასკვნას, რეკომენდაციას, გადაწყვეტილებას. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია მიიღება მხოლოდ საკითხის განხილვის შემაჯამებელ ეტაპზე, ხოლო გადაწყვეტილება – ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი, აგრეთვე ამ რეგლამენტის 66-ე მუხლით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით.

3.დროებითი საგამოძიებო კომისია განსახილველ საკითხზე აქტებს განიხილავს საჯაროდ, სავალდებულო პირდაპირი ტრანსლაციით, გარდა აქტებში არსებული იმ საკითხებისა, რომელთა საჯაროობა შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით.

4.დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნა/რეკომენდაცია პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარედგინება პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი შეიტანოს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს, თავისი აქტები რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოს, დაწესებულებას ან უწყებას გადაუგზავნოს.

5.დროებითი საგამოძიებო კომისიის აქტების შესაბამისი ორგანოსთვის, დაწესებულებისთვის ან უწყებისთვის გადაგზავნის შემთხვევაში კომისიას საკითხის განხილვის შედეგებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ უნდა ეცნობოს არაუგვიანეს 1 თვისა ან მის მიერ დადგენილ ვადაში.

6.დროებითი საგამოძიებო კომისიის პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარე ან მომხსენებელი, რომელსაც კომისია ირჩევს თავისი შემადგენლობიდან.

7.პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც განიხილება დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული აქტი, შეიძლება იყოს საჯარო ან დახურული. პარლამენტის გადაწყვეტილებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული აქტის განსახილველად შეიძლება გაიმართოს დახურული პლენარული სხდომა. პლენარული სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დახურული პლენარული სხდომის დაწყებისას სხდომის თავმჯდომარე პარლამენტის წევრებს და დახურულ სხდომაზე ამ რეგლამენტით დადგენილი წესით დასწრების უფლების მქონე პირებს აფრთხილებს დროებითი საგამოძიებო კომისიის, გამოძიების მონაცემების, საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ცნობების გახმაურებისთვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის შესახებ.

8.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის აქტის განხილვა იწყება კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული მომხსენებლის გამოსვლით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს (აუცილებლობის შემთხვევაში გამოსვლის ხანგრძლივობა სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 30 წუთით).

9.მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხზე შეკითხვებით მიმართონ მას. კითხვა-პასუხი და პარლამენტის წევრთა გამოსვლები მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

10.დროებითი საგამოძიებო კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტი იღებს დადგენილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული აქტის თაობაზე.

11.დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტს დასკვნასთან ერთად წარუდგენს მის ხელთ არსებულ მასალებს. თუ დასკვნას ერთვის სისხლის სამართლის საქმის მასალები, პარლამენტის საჯარო პლენარული სხდომის გამართვისთვის აუცილებელია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობა. საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ცნობების საჯარო პლენარულ სხდომაზე წარდგენის წესი განისაზღვრება კანონით.

წინა მუხლი 68შემდეგი მუხლი 70

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №9

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 66

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 66დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილება
  • 60დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის საფუძვლები
  • 78დროებითი კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიში, აქტები და მათი განხილვის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 65დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
  • 56დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები
  • 62დროებითი კომისიის უფლებამოსილება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 55დროებითი კომისიის აქტები და მათი განხილვის წესი
  • 46დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები
  • 54დროებითი კომისიის სხდომის ოქმი

საქართველოს კონსტიტუცია

  • 42პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 31დროებითი განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ

მაუწყებლობის შესახებ

  • 8კომისიის სამართლებრივი აქტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3142855465465566266607869
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს ადმინისტრა…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026