Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 65

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 65. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

2.თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების პროექტი, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს და მის საფუძველზე სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

3.თუ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით საგამოძიებო კომისიას უწყდება უფლებამოსილება. დროებითი საგამოძიებო კომისია ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ დრომდე ვერ მოამზადა განსახილველ საკითხზე დასკვნა, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა და შესაბამისი ანგარიში გადაეცემა ახალი მოწვევის პარლამენტს, რომელიც ამ რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ.

4.დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის დასრულების შემდეგ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა პარლამენტის აპარატს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დროებითი საგამოძიებო კომისია შეიძლება შეიქმნას არაუმეტეს 3 თვის ვადით. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 2. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დადგენილ ვადაში ვერ წარმოადგინა განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების პროექტი, პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე ისმენს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს და მის საფუძველზე სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ; ბ) კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 3. თუ შესაბამისი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დაუშვებელია. პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით საგამოძიებო კომისიას უწყდება უფლებამოსილება. დროებითი საგამოძიებო კომისია ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. თუ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ დრომდე ვერ მოამზადა განსახილველ საკითხზე დასკვნა, კომისიის მიერ მოპოვებული მასალა და შესაბამისი ანგარიში გადაეცემა ახალი მოწვევის პარლამენტს, რომელიც ამ რეგლამენტის 61-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკითხის შემდგომი შესწავლისა და განხილვის შესახებ. 4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ საქმიანობის დასრულების შემდეგ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები კანონით დადგენილი წესით გადაეცემა პარლამენტის აპარატს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 64შემდეგი მუხლი 66

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 61

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 76დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
  • 61დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა
  • 78დროებითი კომისიის საქმიანობის შესახებ ანგარიში, აქტები და მათი განხილვის წესი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 51დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
  • 53დროებითი კომისიის სხდომა
  • 50დროებითი კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 61დროებითი კომისიის უფლებამოსილების ვადა
  • 63დროებითი კომისიის სხდომა
  • 57დროებითი კომისიის შექმნა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 42პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 29მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 85სამმხრივი კომისიის უფლებამოსილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42855153502961635761767865
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026