საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 91. კენჭისყრის ფორმა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი ბიულეტენებით კენჭისყრა, აგრეთვე ბიულეტენების გარეშე − სახელობითი კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან ფარული (კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან ბიულეტენებით კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

2.კენჭისყრა ღიაა, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.ფარული კენჭისყრის წინ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას.

4.კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს სახელობითი კენჭისყრა (ბიულეტენების გარეშე, პარლამენტის წევრთა სიის ამოკითხვით). კენჭისყრის აღნიშნული ფორმით გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით (ხელის აწევით), პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეოთხედისა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი ბიულეტენებით კენჭისყრა, აგრეთვე ბიულეტენების გარეშე − სახელობითი კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან ფარული (კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან ბიულეტენებით კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში). 2. კენჭისყრა ღიაა, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ფარული კენჭისყრის წინ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას. 4. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს სახელობითი კენჭისყრა (ბიულეტენების გარეშე, პარლამენტის წევრთა სიის ამოკითხვით). კენჭისყრის აღნიშნული ფორმით გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით (ხელის აწევით), პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეოთხედისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24676668828190922071636991
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა