აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 82. კენჭისყრის ფორმა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, სიის ამოკითხვა­სახელობითი კენჭისყრა) ან ფარული (ბიულეტენებით კენჭისყრა რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

2.კენჭისყრა ყოველთვის ღიაა, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.უმაღლესი საბჭოს წევრი კენჭისყრის დროს თავის ნებას გამოხატავს, როგორც მომხრე ან წინააღმდეგი.

4.ბიულეტენების მეშვეობით ფარული კენჭისყრის გამართვისას ხმის დამთვლელი კომისია ან უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ადგენს კენჭისყრის ადგილს, ბიულეტენის ფორმას და მისი შევსების წესს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12 (დ…16 (დ…9 (და…246768667881145916982
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებაჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა