აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 66. ხმის მიცემა

რედაქცია №41 კონსოლიდირებული · 25 ნოე. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, მხოლოდ განსაკუთრებულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება. მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

2.კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ ტარდება უმაღლესი საბჭოს წევრთა რეგისტრაცია. თუ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას არ ესწრება კენჭისყრისათვის საჭირო უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობა, სხდომის თავმჯდომარე აცხადებს გადადებული კენჭისყრის გამართვის დროს.

3.თუ შემოვიდა წინადადება კენჭისყრის გადადების შესახებ, მას პირველ რიგში ეყრება კენჭი. გადაწყვეტილება მიიღება უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა.

4.კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე.

5.ფრაქციის მოთხოვნით კენჭისყრის პროცედურის დაწყების წინ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება მხოლოდ ერთხელ, 5 წუთით.

6.კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება დაუშვებელია.

7.უმაღლესი საბჭოს წევრი ხმას პირადად აძლევს. ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია.

8.თუ უმაღლესი საბჭოს წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, მას უფლება არა აქვს, ამ საკითხზე ხმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ მისცეს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 26 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 66-ე მუხლის მე-9 პუნქტში კონტროლის პალატის თავმჯდომარე შეიცვალა აუდიტის დეპარტამენტის უფროსით.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10 (დ…796265811297749091714766
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №41 · ბოლოს შემოწმდა