1.საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებითა და პარლამენტისთვის წარდგენით, მათ შორის, ოფიციალური ელექტრონული რესურსების გამოყენებით.
2.საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს.
3.მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი და მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტი.
4.მხოლოდ პარლამენტის წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს რეგლამენტის პროექტი.
5.კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ან აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს პარლამენტის წევრმა, ფრაქციამ ან კომიტეტმა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებითა და პარლამენტისთვის წარდგენით, მათ შორის, ოფიციალური ელექტრონული რესურსების გამოყენებით.2. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს.3. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი და მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტი.4. მხოლოდ პარლამენტის წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს რეგლამენტის პროექტი.5. კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ან აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს პარლამენტის წევრმა, ფრაქციამ ან კომიტეტმა.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 25 ივნ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა