გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

მუხლი 2. გაკოტრებაუნარიანობა და გაკოტრების საფუძვლები

რედაქცია №8კონსოლიდირებული · 28 მარ. 2007

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გაკოტრებაუნარიანობა (გაკოტრებადობა) სახეზეა, როდესაც შესაძლებელია გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა პირის ქონებაზე ან ქონების განცალკევებულ მასაზე. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მოვალის – ნებისმიერი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე არარეგისტრირებული კავშირის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ამხანაგობის ქონებაზე. სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციული ერთეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი გაკოტრებას არ ექვემდებარებიან.

2.გაკოტრების საფუძველი ასახავს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის არსებულ მოვალის ეკონომიკურ მდგომარეობას. გაკოტრების ზოგადი საფუძვლებია მოვალის გადახდისუუნარობა, აგრეთვე მისი ზედავალიანება, თუ მოვალე იურიდიული პირია. მოვალის განცხადების შემთხვევაში გაკოტრების საფუძველია აგრეთვე მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

3.მოვალის გადახდისუუნარობა სახეზეა, როდესაც მას არ შეუძლია შეასრულოს ვადამოსული გადახდის ვალდებულებები. მოვალის გადახდისუუნარობა ივარაუდება, თუ მოვალე ზოგადად შეწყვეტს ვალების გადახდას.

4.ზედავალიანება სახეზეა, როდესაც მოვალის ქონება (აქტივი) ვეღარ ფარავს მის ვალდებულებებს (პასივს). მოვალის საწარმოს ქონების შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს ამ საწარმოს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ იგი სავარაუდოა არსებული გარემოებებიდან გამომდინარე. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31 საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
205207¹207165¹⁰33⁴33⁵9392510410699782
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…დაზღვევის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებსაქართველოს ადმინისტრა…