Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეწარმეთა შესახებმუხლი 78

მეწარმეთა შესახებ

მუხლი 78. სამეწარმეო საზოგადოების დაშლა

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025
თემები:ბიზნესის დაფუძნებაკომერციული სასამართლოსტარტაპის იურიდიული მომსახურებაგასვლის დაგეგმვამართვის ჩარჩო

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძვლებია: ა) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ; ბ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა სავალდებულო რაოდენობასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა; გ) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ; ე) წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

2.ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართოს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო სასამართლოს ან ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე არეგისტრირებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლას. ამ საფუძვლით სამეწარმეო საზოგადოების დაშლისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა.

3.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში მას ყველა პარტნიორი ერთხმად იღებს.

4.იმ საწარმოს დაშლის წესს, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხოლო იმ საწარმოს დაშლის წესს, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, − აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრი. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის ლიკვიდაციასა და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციაზე, რომლებიც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი სისტემის მონაწილე საწარმოს დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

რედაქციების შედარება

1. სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძვლებია: ა) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ; ბ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა სავალდებულო რაოდენობასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა; გ) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ; ე) წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. 2. ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა მიმართოს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეესტრში რეგისტრაციის შესახებ განცხადებით. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო სასამართლოს ან ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე არეგისტრირებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლას. ამ საფუძვლით სამეწარმეო საზოგადოების დაშლისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა. 3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში მას ყველა პარტნიორი ერთხმად იღებს. 4. იმ საწარმოს დაშლის წესს, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ხოლო იმ საწარმოს დაშლის წესს, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, − აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი მინისტრი. ეს პუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის რეზოლუციის რეჟიმში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული დროებითი ბანკის ლიკვიდაციასა და რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ლიკვიდაციაზე, რომლებიც ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედი სისტემის მონაწილე საწარმოს დაშლის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ (არსებობის შემთხვევაში).

წინა მუხლი 77შემდეგი მუხლი 79

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სტარტაპის დაფუძნება და სტრუქტურირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შპს დაფუძნება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პარტნიორთა დავები3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • წესდება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ბაზიკოშვილი

ნინო ბაზიკოშვილი

იურისტი, კონსულტანტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეწარმეთა შესახებ

  • 79სამეწარმეო საზოგადოების დაშლა სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე
  • 87დაშლილი სამეწარმეო საზოგადოების მიერ არსებობის გაგრძელება
  • 65სამეწარმეო საზოგადოებების შერწყმა და სამეწარმეო საზოგადოების გაყოფა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 309³¹სამეწარმეო საზოგადოების ქონების განაწილების ვადის შემცირება
  • 309²⁶სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის წილის გამოსასყიდი სამართლიანი ფასის დადგენა
  • 309²⁷სამეწარმეო საზოგადოების დოკუმენტების შენახვის ადგილის განსაზღვრა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 32არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციაზე გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 939ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ

  • 12სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობის შეწყვეტა

დაზღვევის შესახებ

  • 27¹სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ

  • 3—

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 20¹მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოების  პრინციპები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
320¹27¹309³¹309²⁶309²⁷329391279876578
მნიშვნელობით ახლოსმეწარმეთა შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…სასოფლო-სამეურნეო კოოპ…დაზღვევის შესახებსამეწარმეო საქმიანობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025