საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 44. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განხილული უნდა იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

2.თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის თანდასწრებით (მისი არსებობის შემთხვევაში).

3.თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ატარებს ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელსაც არასრულწლოვანთან გასაუბრებისთვის საჭირო სპეციალიზაცია აქვს.

4.თავშესაფრის პროცედურის განხორციელებისას უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გაითვალისწინოს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ასაკი და უნარები (მათ შორის, განვითარების დონე, აღქმისა და კომუნიკაციის უნარები).

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
81¹56⁴23828314141285791144
მნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…კანონთან კონფლიქტში მყ…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს მოქალაქეებ…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა