Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსიმუხლი 21¹¹⁶

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

მუხლი 21¹¹⁶. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

რედაქცია №111 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123457

1.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

2.თბილისის საქალაქო სასამართლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.

4.თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისთვის ამ კოდექსის 21 118 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანება. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

5.თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. [ 5. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 6. ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლო/თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს.

7.ამ მუხლის დებულებები ვრცელდება აგრეთვე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლისა და 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაზე. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 2. თბილისის საქალაქო სასამართლო საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისთვის ამ კოდექსის 21 118 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში საჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანება. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის თბილისის სააპელაციო სასამართლოს. 5. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. [ 5. თბილისის სააპელაციო სასამართლო საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს მისთვის საჩივრის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 6. ამ მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, რის გამოც საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია, თბილისის საქალაქო სასამართლო/თბილისის სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დავა განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის დანიშვნის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა სასამართლოს მიერ აღნიშნული საკითხის ამ მუხლით დადგენილ ვადაში განხილვასა და გადაწყვეტას არ აბრკოლებს. 7. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება აგრეთვე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 49-ე მუხლისა და 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაზე. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1805 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
წინა მუხლი 21¹¹⁵შემდეგი მუხლი 21¹¹⁷

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №111

2
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
2
რედაქცია
9
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21¹¹⁸მუხლი 26მუხლი 27საერთაშორისო დაცვი… 26საერთაშორისო დაცვი… 27საერთაშორისო დაცვი… 49საერთაშორისო დაცვი… 52საერთაშორისო დაცვი… 49საერთაშორისო დაცვი… 52

მიუთითებენ მასზე

მუხლი 21⁸⁴მუხლი 21¹¹⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁷საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁵საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 37საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები
  • 48საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა
  • 32საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 29საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები
  • 41საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა
  • 42საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერება, შეწყვეტა და განახლება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 281²საჩივრის დასაშვებობა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 43გასაჩივრება სასამართლოში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁵21¹¹⁸262721⁸⁴21¹¹⁷21¹¹⁴262749524952374821¹¹⁶
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026