Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებმუხლი 8

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

მუხლი 8. არასრულწლოვნის და მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:ოჯახის გაერთიანებასპორტსმენის წარმომადგენლობადეპორტაციისგან დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით.

2.მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მხარდამჭერის წერილობითი თანხმობით, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3.16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

4.თუ არასრულწლოვანს საქართველოდან დროებით გასვლისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, მას მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი.

5.საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული, სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა ან სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე ნებართვას.

6.არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.

7.თუ მხარდამჭერი თანხმობას არ აცხადებს მხარდაჭერის მიმღების საქართველოდან დროებით გასვლაზე, მხარდაჭერის მიმღებს შეუძლია დავის გადასაწყვეტად სასამართლოს მიმართოს. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №804- სსმ I, №40, 29.12.2008 წ ., მუხ . 265 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3396 – ვებგვერდი , 31.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3700 - ვებგვერდი, 15.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4844 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 5 აპრ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 5 აპრ. 2016· გამოქვეყნდა 22 მარ. 2016
  2. 15 ივნ. 2015
  3. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
  4. 1 თებ. 2009· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008

    მე-2 პუნქტში შეიცვალა სიტყვა „არასრულწლოვანის“ მართლწერა, ხოლო 3¹ პუნქტში სანოტარო თანხმობის საკმარისობა შემოიფარგლა მხოლოდ პასპორტის გაცემით და ნორმა ახლა „ერთ-ერთ“ კანონიერ წარმომადგენელს ეხება.

  5. 4 აპრ. 2008

    მე-8 მუხლს დაემატა 3¹ პუნქტი, რომელიც ხუთ შემთხვევაში ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო თანხმობას საკმარისად ცნობს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 8¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დეპორტაციისგან დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • არასრულწლოვან სპორტსმენთა ხელშეკრულებებისერვისის გვერდი
  • არასრულწლოვანის ბინადრობის ნებართვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 მაი. 2026 · №23

  • 5 ცვლილება · ბოლო 22 მარ. 2016
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 23არასრულწლოვნის ემიგრაცია
  • 282015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
  • 10საქართველოდან დროებითი გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლები

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 6არასრულწლოვანი პირის და მხარდაჭერის მიმღების მოქალაქეობის შეცვლა
  • 21¹სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება
  • 13არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის  ჩვეულებრივი წესით მინიჭება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 31საკონსულო დახმარების მიღების უფლება
  • 73¹უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20¹⁴
  • 20²
  • 3

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 60უცხოელის საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
20¹⁴20²328231060621¹133173¹8
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს მოქალაქეობ…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს მოქალაქეთა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026