Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 41

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 41. თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისას თავშესაფრის მაძიებელთან ტარდება გასაუბრება, გარდა ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2.თავშესაფრის მაძიებელს გასაუბრებას მისი დასაბუთებული მოთხოვნით, ასეთი შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში უტარებს მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირი და იგი სარგებლობს სასურველი სქესის თარჯიმნის მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული სირთულეებთან, პირმა დაუბრკოლებლად წარმოადგინოს მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძველი.

3.გასაუბრება ტარდება ინდივიდუალურად, ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან. გამონაკლის შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან სათანადო სპეციალიზაციის მქონე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, თუ იკვეთება ამ კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე ორიენტირებული ქმედება. თავშესაფრის მაძიებელთან ინდივიდუალური გასაუბრება, როგორც წესი, ოჯახის წევრების დაუსწრებლად ტარდება.

4.გასაუბრებისას თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, განმარტოს ის გარემოებები, რომლებიც შეიძლება მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას აკლდეს ან/და შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი იყოს, აგრეთვე განმარტოს მის მიერ მიწოდებულ ფაქტებსა და სხვა წყაროებიდან მიღებულ სათანადო ინფორმაციას (მათ შორის, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას) შორის არსებული შეუსაბამობა/წინააღმდეგობა.

5.შესაბამისი მასალების სიზუსტის უზრუნველსაყოფად გასაუბრება ფორმდება წერილობით და ფიქსირდება ხმის ჩამწერი მოწყობილობით. გასაუბრების ოქმი და აუდიოჩანაწერი თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში ინახება. გასაუბრების აუდიოჩაწერის განხორციელების შესახებ მისი განხორციელების დაწყებისთანავე ეცნობება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 40შემდეგი მუხლი 42

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №2

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 38

მიუთითებენ მასზე

მუხლი 62

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 44თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა
  • 34წარმომადგენლობა თავშესაფრის პროცედურაში
  • 50თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება

პოლიციის შესახებ

  • 21პირის მოწვევა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 36პირის დაკითხვა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁹მოსამართლის ბრძანება თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 16პირის მოწვევა

ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ

  • 18მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 23მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერა

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 7რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთა რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების განხილვის დამატებითი პროცედურები

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 9¹პირის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3621¹²⁹7189¹2152¹1623386244345041
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…პოლიციის შესახებსისხლის სამართლის საერ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…ქალთა მიმართ ძალადობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026