Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 58

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 58. უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან, თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან კომუნიკაცია ხორციელდება სათანადო შეტყობინების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებით. სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის, თავშესაფრის მაძიებლისთვის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება მის მიერ ბოლოს მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

2.უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი ვალდებულია: ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი; ბ) მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის ან სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს სამინისტროს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღსადგენად; გ) შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღების შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაეცნოს ამ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში მოითხოვა და რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის იმავე დაწესებულებაში ან ცენტრში იმყოფება. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება, მას სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. [ 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელზე ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში მოითხოვა ან/და რომელიც სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მისთვის გადასაცემად. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, მას აღნიშნული შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 4. ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.

5.საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში მისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება განთავსდება სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში. [ 5. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში სამინისტროს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება განთავსდება მის შესაბამის ვებგვერდზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეგზავნება აგრეთვე უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ სამინისტროსთვის ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში.

5¹.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ, რომელმაც საერთაშორისო დაცვა პენიტენციურ დაწესებულებაში ან დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში მოითხოვა, სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან ან დროებითი განთავსების ცენტრიდან/დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის, საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის ან მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს მინისტრი. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 57შემდეგი მუხლი 59

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №2

  • 1 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 77სამინისტრო
  • 5კონფიდენციალურობის პრინციპი
  • 25საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 56¹უცხოელთან კომუნიკაციისა და მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი
  • 63²უცხოელისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების ჩაბარების წესი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 49¹უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი
  • 23საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
  • 27საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია, თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემა და ანკეტირება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁸სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან სასამართლო უწყების მხარეებისთვის ჩაბარების წესი
  • 21¹²⁸სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარების წესი
  • 21¹¹⁹მოსამართლის ბრძანება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁸21¹²⁸21¹¹⁹56¹63²49¹232741¹7752558
მნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026