Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 56¹

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 56¹. უცხოელთან კომუნიკაციისა და მისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე (შემდგომ − ვებგვერდი) განთავსებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება უცხოელისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება.

2.უცხოელი ვალდებულია: ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი; ბ) მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის ან ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღსადგენად; გ) შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღების შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაეცნოს ამ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას.

3.დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ უცხოელს შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

4.უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლის პერიოდში უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. [ 3. დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ უცხოელს შესაბამისი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

4.უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსდება, აგრეთვე ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს.

4¹.უცხოელის მიერ ამ კანონის 51 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ამ კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებს ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ. თავი X უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე (შემდგომ − ვებგვერდი) განთავსებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება უცხოელისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება. 2. უცხოელი ვალდებულია: ა) შეინახოს მისთვის გადაცემული მომხმარებლის სახელი და პაროლი; ბ) მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვის ან ვებგვერდზე შესვლის შეუძლებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის აღსადგენად; გ) შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიღების შემდეგ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით გაეცნოს ამ შეტყობინებას ან/და გადაწყვეტილებას. 3. დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ უცხოელს შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. 4. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლის პერიოდში უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. [ 3. დროებითი განთავსების ცენტრში ან დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ უცხოელს შესაბამისი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება პირადად ჰბარდება, რასაც იგი ხელმოწერით ადასტურებს. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება მისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება. 4. უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსდება, აგრეთვე ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს. 4 1 . უცხოელის მიერ ამ კანონის 51 1 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო ამ კანონის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას საჯაროდ აქვეყნებს ვებგვერდზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ. თავი X უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება
რედაქციების შედარება

ტექსტობრივი ცვლილება არ არის

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
წინა მუხლი 56შემდეგი მუხლი 57

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №23

3
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
2
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 51¹მუხლი 53

მიუთითებენ მასზე

მუხლი 53მუხლი 56მუხლი 63²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 63²უცხოელისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების ჩაბარების წესი
  • 51¹უცხოელის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის ვალდებულება
  • 64²უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 49¹უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან კომუნიკაციის განხორციელებისა და მისთვის სამინისტროს გადაწყვეტილების ჩაბარების წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁸სასამართლოს გადაწყვეტილების ან განჩინების ასლის მხარეებისთვის ჩაბარების წესი
  • 21¹³³საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უცხოელის საცხოვრებელი/სამუშაო ადგილის ან სხვა კერძო საკუთრების/მფლობელობის შემოწმების შესახებ
  • 21¹²²უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 57დროებითი დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის სამართლებრივი გარანტიები
  • 33საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ

  • 7²შეტყობინებების, გადაწყვეტილებების ან/და სხვა დოკუმენტების გაგზავნისა და ჩაბარების წესი

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 44საქართველოს სასამართლოების მიერ მსჯავრდებულ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეთა გადაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹¹⁸21¹³³21¹²²4451¹5363²5664²49¹7²41¹573356¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…პენიტენციური კოდექსისაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს შინაგან სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026