Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 77

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 77. სამინისტრო

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელებას.

2.ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამინისტრო: ა) ახდენს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიცირებას და განსაზღვრავს მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების მიზანშეწონილობას; ბ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის პოტენციური საფრთხის შექმნის საკითხზე რეკომენდაციის მისაღებად; გ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირების შემთხვევაში უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს თავშესაფრის პროცედურასა და თავშესაფრის მაძიებლის უფლებებსა და მოვალეობებს; დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და არგაძევებას ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპის დაცვით; ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებისთვის ატარებს პირველად გასაუბრებას უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან; ვ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში იღებს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ პირს სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ აქვს სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დგება მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; ზ) საჭიროების შემთხვევაში მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის პიროვნების იდენტიფიცირებაში დახმარების მისაღებად, თუ სამინისტრო თავად ვერ ახდენს მის იდენტიფიცირებას; თ) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უზიარებს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ მონაცემებს მათზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისა და ბინადრობის მოწმობის გასაცემად; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აწვდის თავშესაფრის მაძიებლისთვის ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის, თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ ინფორმაციას მათზე გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, დროებითი ბინადრობის მოწმობისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის გასაუქმებლად; ი) თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან; კ) მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას აწვდის უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა/თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა შესახებ ინფორმაციას; ლ) ახორციელებს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას; მ) ანაზღაურებს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მოთხოვნის საფუძველზე თავშესაფრის მაძიებლისა და დროებითი დაცვის მქონე პირისთვის ჩატარებული შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს; ნ) ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3.მინისტრი უფლებამოსილია ამ კანონით სამინისტროს უფლებამოსილებებისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

წინა მუხლი 76შემდეგი მუხლი 78

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 25საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 1კანონის მოქმედების სფერო

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 67სამინისტრო
  • 3ტერმინთა განმარტება
  • 23საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

  • 16დევნილის სოციალური დაცვა
  • 19დევნილის დახმარების ორგანიზება
  • 17დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე მისი ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებისა და ინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 34ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრების წესი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 12სამსახურის უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34161917126732341¹8253177
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ოკუპირებულ…პენიტენციური კოდექსისისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026