Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 25

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 25. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:თავშესაფრის განცხადებებისაერთაშორისო ექსტრადიცია და ინტერპოლიექსტრადიციასახელმწიფო და კონსტიტუციური დანაშაულებიგასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვამემკვიდრეობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას, მხოლოდ სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.საერთაშორისო დაცვა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს აგრეთვე: ა) ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში − სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში; ბ) ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საზღვრის პროცედურის ფარგლებში − სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) ყოფნისას – პენიტენციურ დაწესებულებაში.

3.თუ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებაში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო უწყება უზრუნველყოფს მისთვის თავშესაფრის პროცედურის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს. [3 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 4. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ. მუხლი 26. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა 1. საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურის დაწყებისთანავე სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება დასტურდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტით.

2.უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, პირადად ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მეშვეობით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. [ 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, პირადად ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული შესაბამისი მინდობილობის/რწმუნებულების მქონე ადვოკატის (შემდგომ − შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი) მეშვეობით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს ამავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

4.უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში არ ფერხდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება.

5.საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება აღდგეს არაუმეტეს საპატიო მიზეზის არსებობის ვადისა. უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საპატიო მიზეზთან დაკავშირებული გარემოების აღმოფხვრისთანავე, დაუყოვნებლივ (პირველივე შესაძლებლობისთანავე) უნდა მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა. საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.

6.თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა იმ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების პროცედურა და რომელიც არ არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამისამართებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში და წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე აწვდის ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნულ დანაყოფში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას.

7.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება.

8.თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიციას ითხოვს უსაფრთხო მესამე ქვეყანა, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, მათ შორის, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, იგი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, არ ფერხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება.

9.ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.

10.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამინისტროში გამოუცხადებლობის ან/და მის მიერ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება.

11.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით.

12.უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში გაძევების საკითხის განხილვა და თავშესაფრის პროცედურა მიმდინარეობს ერთდროულად, ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადებისა და გაძევების საკითხის განხილვის პროცედურა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

13.ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების ან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

14.ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს უცხოელის საქართველოდან გაძევების ან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21 122 და 21 126 მუხლებით დადგენილი წესებით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ. მუხლი 27. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება 1. უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს (გარდა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი თანამდებობის პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აწვდის ინფორმაციას: ა) სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ; ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ; გ) სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული ან მსჯავრდებული ხელმოწერით ადასტურებს. ამ ოქმის დედანი 3 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ხოლო მისი ასლი გადაეცემა უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს პენიტენციურ დაწესებულებაში, თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, ხოლო შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მეშვეობით − აგრეთვე სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში არ ფერხდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება.

5.საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება აღდგეს არაუმეტეს საპატიო მიზეზის არსებობის ვადისა. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულმა ან მსჯავრდებულმა საპატიო მიზეზთან დაკავშირებული გარემოების აღმოფხვრისთანავე, დაუყოვნებლივ (პირველივე შესაძლებლობისთანავე) უნდა მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა. საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს.

6.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ საერთაშორისო დაცვის პირადად მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულება მის განცხადებას არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უგზავნის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს.

7.პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი მასთან ანკეტირების ჩატარებისას განუმარტავს მისთვის ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს და თავშესაფრის პროცედურას, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს.

8.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული ან მსჯავრდებული, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში და არ წარადგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, თავშესაფრის პროცედურა შეწყდება. ამ პუნქტით განსაზღვრული თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული აქტის ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია.

9.ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით.

10.პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის განმარტების წესი და ფორმა, სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
წინა მუხლი 24შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საერთაშორისო მემკვიდრეობა6 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინტერპოლის გავრცელების ამოშლა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პოლიტიკური თავშესაფარი (სისხლის სამართლე)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (მუხლი 344)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №2

2
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2026-06-29
1
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 21¹²⁶მუხლი 31მუხლი 33მუხლი 66მუხლი 7მუხლი 8

მიუთითებენ მასზე

მუხლი 49მუხლი 28

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 33საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განხილვის წესი
  • 28საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ
  • 77სამინისტრო

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 24საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში ან პენიტენციურ დაწესებულებაში
  • 23საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა
  • 3ტერმინთა განმარტება

პენიტენციური კოდექსი

  • 41¹უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა
  • 21¹¹⁷საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი
  • 66დაკავებული უცხოელის განთავსების ადგილი და პირობები
  • 66¹იმ უცხოელის დაკავება და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსება, რომელიც მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას ან/და მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მოით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹²⁶21¹¹⁴21¹¹⁷2423341¹3328316678497725
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…საერთაშორისო დაცვის შე…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026