Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებმუხლი 4

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

მუხლი 4

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.

2.შესაბამისმა ორგანომ: ა) არ დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც პირმა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა; ბ) შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლით გათვალისწინებული იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც პირმა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა; გ) ძალადაკარგულად გამოაცხადოს დადგენილება, რომლითაც პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი − ჯარიმა (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმა) ან/და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილი, თუ მან ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა და აღნიშნული დადგენილება 2025 წლის 1 ნოემბრამდე არ აღსრულებულა.

3.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც საქართველოს დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M 1 კატეგორია) გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელი გათავისუფლდება ამ ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან, რომლის საფუძველზედაც მას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135 4 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელი 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაედო.

4.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე: ა) შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება; ბ) არ დაიწყოს ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

5.ამ კანონით განსაზღვრულ პირს ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმისა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმისგან), შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან ან/და სათანადო ნებართვის გაცემის ფასის გადახდის საქმეში არსებული დავალიანებისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა.

წინა მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 135⁴

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 2—
  • 3—

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 26ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 2—

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

  • 1—

„ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“

  • 1—

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 3—
  • 4—
  • 5—

ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

  • 3—

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

  • 3—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1135⁴13472263345234
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…ადმინისტრაციული სახდელ…გარემოსდაცვითი პასუხის…ადმინისტრაციული სახდელ…ნარჩენების მართვის კოდ…ადმინისტრაციული სახდელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2025