საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 119. პარტიების მიერ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრების დასახელება

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარტიები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების − საკრებულოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრებს ასახელებენ მათთვის განკუთვნილი კვოტების შესაბამისად.

2.კვოტები განისაზღვრება პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების პროპორციის მიხედვით.

3.მუნიციპალიტეტის ორგანოთა პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების შესაბამისად, კვოტები განისაზღვრება შემდეგი ფორმულის მიხედვით: P = A * B / C, სადაც: ა) P არის უფლებამოსილი პარტიისთვის განსაზღვრული კვოტის ოდენობა, რომელიც მიღებული მთელი რიცხვია; ბ) A არის იმ პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, რომელმაც, პროპორციული საარჩევნო სისტემით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად, ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღო; გ) B არის საარჩევნო კოლეგიის სრულ შემადგენლობას გამოკლებული საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის ჯამი; დ) C არის პროპორციული საარჩევნო სისტემით ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ მუნიციპალიტეტის ორგანოთა ბოლო არჩევნებში მონაწილე იმ პარტიების ნამდვილი ხმების რაოდენობათა ჯამი, რომლებმაც ამომრჩეველთა ხმების 1 პროცენტი მაინც მიიღეს.

4.თუ უფლებამოსილი პარტიების მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით მისაღებ კვოტათა ჯამი B-ზე ნაკლებია, გადაუნაწილებელი კვოტები მიეკუთვნებათ უფლებამოსილ პარტიებს მათი საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით.

5.პარტიამ მისთვის განკუთვნილი კვოტის შესაბამისად საარჩევნო კოლეგიის წევრები უნდა წარადგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიასა და სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე არჩეული საკრებულოებიდან პროპორციული გეოგრაფიული წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.

6.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა ცესკო განკარგულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევის ღონისძიებათა განხორციელების გრაფიკს (ვადებს) და ამ მუხლით განსაზღვრულ კვოტებს არჩევნების დანიშვნის დღისთვის არსებული მდგომარეობით.

7.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა.

8.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის დასამტკიცებლად: ა) საქართველოს პარლამენტი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები ვალდებული არიან არჩევნების დანიშვნის დღიდან 7 დღის ვადაში ცესკოს წარუდგინონ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრის სახელი, გვარი და პირადი ნომერი; ბ) ამ კანონის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები ვალდებული არიან, ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, არჩევნების დანიშვნის დღიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინონ საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი და იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს დასახელება, რომლის წევრიცაა აღნიშნული პირი, აგრეთვე წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი პირი საარჩევნო კოლეგიის წევრად არ ჩაითვლება, თუ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის შესახებაც პარტიას 2 დღის ვადაში ეცნობება (ხარვეზის მითითებით) და ხარვეზის აღმოსაფხვრელად 3 დღის ვადა მიეცემა; დ) უფლებამოსილ პარტიას უფლება აქვს, შეცვალოს საარჩევნო კოლეგიის წევრად წარდგენილი კოლეგიის წევრი მხოლოდ ამ პირის, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ე) საქართველოს პარლამენტის წევრის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის საარჩევნო კოლეგიაში დასახელების შემდეგ, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებამდე მისი ადგილმონაცვლის განსაზღვრა შეუძლებელია, ან თუ უფლებამოსილმა პარტიამ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გამოიყენა ცესკოს გადაწყვეტილებით დადგენილი კვოტა ან დადგენილ კვოტაზე ნაკლები რაოდენობის საარჩევნო კოლეგიის წევრი წარადგინა, საარჩევნო კოლეგიის წევრთა რაოდენობის 300-ამდე შესავსებად შეიცვლება დადგენილი კვოტები და გამოუყენებელი ადგილები გადანაწილდება სხვა უფლებამოსილ პარტიებზე საარჩევნო შედეგების თანამიმდევრობის გათვალისწინებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2025 – 1 ნოე. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30¹2328515332150156147452513119
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა