აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 25. საოლქო საარჩევნო კომისია

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრი .

2.უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე -16 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები . საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს უ სკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით , თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი .

3.საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა , რომელიც უ სკომ ამ მუხლის მე - 2 პუნქტის საფუძველზე , არჩევნების დანიშვნის შემდეგ აირჩია , განისაზღვრება მისი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით .

4.საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე პარტიის გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს უ სკოს არჩევნების დანიშვნის დღიდან 7 კალენდარული დღის ვადაში .

5.პარტიას უფლება არა აქვს , გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში . პარტიას უფლება აქვს , კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში , აგრეთვე იმ შემთხვევაში , თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება .

6.უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება , თუ : ა ) წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა . თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის 26-ე მუხლის მე - 9 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , უ სკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ ( შეუსაბამობის მითითებით ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ სუბიექტს . შესწორებული საბუთები უ სკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს ; ბ ) აღმოჩნდა , რომ ეს პირი უს კოსთვის მისი წარდგენის მომენტისთვის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია ; გ ) წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის მე - 9 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს . ასეთ შემთხვევაში უ სკოს თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით , 1- დღიან ვადას საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად .

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9 (და…92616314120162221262616303125
მითითებამნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ენერგეტიკისა და წყალმო…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა