Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 32

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 32. კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და ამტკიცებს პარლამენტი დადგენილებით.

2.კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 9 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 5 წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.

3.პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში. ამასთანავე, არ შეიძლება იგი გაწევრებული იყოს 2-ზე მეტ კომიტეტში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის ბიუროს/პარლამენტის მიერ კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომიტეტში წევრებს.

5.კომიტეტში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტსა და პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ან პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის ამ რეგლამენტთან შესაბამისობას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ ამ რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად მიიჩნევა სათანადო ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის სხდომაზე წარდგენის მომენტიდან.

6.უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე. თუ ამ რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილია სათანადო კვოტაზე მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრის განცხადება კომიტეტში გაწევრების შესახებ, მათი ამ კომიტეტში გაწევრების საკითხი წყდება მათ შორის შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში − პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წილისყრით. უფრაქციო პარლამენტის წევრი პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას წყვეტს ამ რეგლამენტის შესაბამისად მისი მონაწილეობით შექმნილი ფრაქციის რეგისტრაციის ან ფრაქციაში მისი გაწევრების მომენტიდან. თუ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუმცირდათ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, ისინი ვალდებული არიან კვოტების შესაბამისად თვითონ განსაზღვრონ პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან გამოსვლის საკითხი. უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი უფრაქციო პარლამენტის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო ორგანოს სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე.

7.საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტებს, რომლებსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

8.პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამტკიცების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ეს განცხადება წარედგინება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტსა და პარლამენტის ბიუროს.

9.პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არ შეიძლება იყვნენ კომიტეტის შემადგენლობაში.

10.პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქციის თავმჯდომარის კომიტეტში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

11.თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია და ამტკიცებს პარლამენტი დადგენილებით. 2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 9 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 5 წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. 3. პარლამენტის წევრი ვალდებულია იყოს არანაკლებ 1 კომიტეტის შემადგენლობაში. ამასთანავე, არ შეიძლება იგი გაწევრებული იყოს 2-ზე მეტ კომიტეტში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრების საკითხს წყვეტს მისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პარლამენტის ბიუროს/პარლამენტის მიერ კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომიტეტში წევრებს. 5. კომიტეტში წევრის წარდგენის შესახებ ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტსა და პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ან პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომიტეტში წევრის წარდგენის ამ რეგლამენტთან შესაბამისობას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ ამ რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილი წევრი კომიტეტში დანიშნულად მიიჩნევა სათანადო ინფორმაციის პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის სხდომაზე წარდგენის მომენტიდან. 6. უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე. თუ ამ რეგლამენტის შესაბამისად წარდგენილია სათანადო კვოტაზე მეტი უფრაქციო პარლამენტის წევრის განცხადება კომიტეტში გაწევრების შესახებ, მათი ამ კომიტეტში გაწევრების საკითხი წყდება მათ შორის შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში − პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წილისყრით. უფრაქციო პარლამენტის წევრი პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე საქმიანობას წყვეტს ამ რეგლამენტის შესაბამისად მისი მონაწილეობით შექმნილი ფრაქციის რეგისტრაციის ან ფრაქციაში მისი  გაწევრების მომენტიდან. თუ უფრაქციო პარლამენტის წევრებს შეუმცირდათ პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, ისინი ვალდებული არიან კვოტების შესაბამისად თვითონ განსაზღვრონ პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან გამოსვლის საკითხი. უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ აღნიშნული ვალდებულების 1 კვირის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში პარლამენტის ამა თუ იმ ორგანოდან შესაბამისი უფრაქციო პარლამენტის წევრის გამოწვევის საკითხს სათანადო ორგანოს სხდომაზე წილისყრით წყვეტს სხდომის თავმჯდომარე. 7. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტებს, რომლებსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 8. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად დამტკიცების შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის წერილობითი განცხადების საფუძველზე. ეს განცხადება წარედგინება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტსა და პარლამენტის ბიუროს. 9. პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე არ შეიძლება იყვნენ კომიტეტის შემადგენლობაში. 10. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქციის თავმჯდომარის კომიტეტში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად. 11. თუ ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 33

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 1 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • ციტირებულია 5 მუხლი
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 217მუხლი 229მუხლი 232მუხლი 61მუხლი 72

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 72დროებითი კომისიის შექმნა
  • 53პარლამენტის ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
  • 51ფრაქციის შექმნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 29კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა
  • 51უმაღლესი საბჭოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა
  • 35კომიტეტის სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 22კომიტეტის ფორმირება და შემადგენლობა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 41პარლამენტის ბიურო, კომიტეტები და ფრაქციები
  • 42პარლამენტის საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები
  • 37პარლამენტის არჩევნები

საპარლამენტო ფრაქციის შესახებ

  • 7

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4142222951352077221722923261535132
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საპარლამენტო ფრაქციის …ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026