Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 43

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 43. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის − არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამ მუხლით გათვალისწინებული პარტიებისთვის − არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირების თანდასწრებით.

2.პირველად რიგითი ნომრის არჩევის უფლება აქვთ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს. პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი ცესკოს წარუდგენს განცხადებას არაუგვიანეს საერთო არჩევნების წლის 17 ივლისისა. რიგითი ნომრის არჩევის უფლება თანამიმდევრულად აქვთ წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით საუკეთესო დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებებს. მათ აქვთ უფლება, დაიტოვონ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად წინა საპარლამენტო არჩევნების დროს მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან დაფინანსების რიგითობის შესაბამისი ნომერი ან აირჩიონ ნებისმიერი გაუნაწილებელი რიგითი ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მათ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ მიკუთვნებული, უკვე მიენიჭა მათზე უკეთესი დაფინანსების მქონე პოლიტიკურ გაერთიანებას.

3.იმ საარჩევნო სუბიექტს/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, რომელმაც პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ ბოლო საერთო არჩევნებში ხმების 0,75 პროცენტი ან 0,75 პროცენტზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არაუგვიანეს საერთო არჩევნების წლის 17 ივლისისა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მიკუთვნებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითი ნომერი, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მიკუთვნებული, უკვე მიენიჭა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პოლიტიკურ გაერთიანებას (პარტიას).

4.საარჩევნო სუბიექტს/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, რომელიც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით მიკუთვნებული რიგითი ნომრის გამოყენების შესახებ არ მიმართავს შესაბამის საარჩევნო კომისიას, აგრეთვე ამ კანონის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს, რიგითი ნომერი წილისყრით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა მიენიჭება.

5.წილისყრის მიზნით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისთვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ა. შ.) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ფურცლების დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ამ მუხლით დადგენილი წესით არჩეული რიგითი ნომრები. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

6.პარტიის მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს/მაჟორიტარ კანდიდატს აქვს იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მის წარმდგენ პარტიას აქვს მინიჭებული.

7.ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით ამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის/მერობის კანდიდატის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ყველა ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მათ სათითაოდ იღებენ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი.

8.თუ პარტიას ამ კანონით დადგენილი წესით მიენიჭა რიგითი ნომერი და უარი ეთქვა საარჩევნო რეგისტრაციაზე ანდა გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია, დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები ინარჩუნებენ მათთვის მინიჭებულ რიგით ნომერს.

9.შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტი ინარჩუნებს იმ რიგით ნომერს, რომელიც მას შესაბამისი საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული. თუ საარჩევნო სუბიექტს შუალედური არჩევნებისთვის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის რიგითი ნომერი არ აქვს, მას რიგითი ნომერი წილისყრით, ამ მუხლით დადგენილი წესით მიენიჭება.

10.რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე რეგისტრირებული მერობის კანდიდატის/მაჟორიტარი კანდიდატის შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა. თავი VI. არჩევნების მონიტორინგი და მედია

წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 44

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 149

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 39საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
  • 47საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
  • 62ანგარიში საარჩევნო კამპანიის ხარჯების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 50საარჩევნო
  • 54საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
  • 68ანგარიში

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 20პარტიული სიების წარდგენა
  • 23პარტიული სიებისა და საარჩევნო ოლქებში წარდგენილ კანდიდატთა რეგისტრაცია
  • 25საარჩევნო ბიულეტენი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 37—

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 111ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 123ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2023253711112314939476250546843
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026