Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 47

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 47. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საარჩევნო სუბიექტის (არჩევნებში მონაწილე პარტიის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის) წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.

2.არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, ერთი ან რამდენიმე სახის არჩევნების დროს ყოველ საარჩევნო კომისიაში დანიშნოს მხოლოდ ორ-ორი წარმომადგენელი. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების დროს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნოს ორ-ორი წარმომადგენელი. ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება იმავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.

3.საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი ცესკოში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარე 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

5.ამმუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს ცესკოს მდივანს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.

6.შესაბამის საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების დანიშვნის შესახებ განცხადება უნდა წარედგინოს იმ საარჩევნო კომისიის მდივანს, რომლის თავმჯდომარემაც გაატარა რეგისტრაციაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი.

7.საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი პირი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გვარი, სახელი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთოდეს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

8.საარჩევნო სუბიექტის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს აქვს უფლება, დაესწროს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომებს, მოითხოვოს სიტყვით გამოსვლა და აზრის გამოთქმა, ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი სხვა უფლებებით. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს შეუზღუდავად სარგებლობს ამ კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 73-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.

9.საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, არჩევნების (კენჭისყრის) დღეს საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 წარმომადგენლისა.

10.საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ნებისმიერ დროს დანიშნოს/გამოიწვიოს/შეცვალოს თავისი წარმომადგენელი. საარჩევნო სუბიექტმა ეს შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა აცნობოს.

წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 46მუხლი 73

მიუთითებენ მასზე

მუხლი 92

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 39საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია
  • 28საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევა
  • 26საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 54საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი და მისი უფლებამოსილება
  • 32საუბნო
  • 30საუბნო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 111ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 123ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება
  • 120ამომრჩეველთა მიერ ინიციირებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 21კანდიდატთა წარდგენა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 89საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
218911112312020246739239282654323047
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი წარმომადგე…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026