საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 44. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

2.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, გარდა იმ ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, რომლის ხელმძღვანელი პირი ანდა წესდებით/სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი იმავდროულად არის რომელიმე პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი ან წესდებით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი ანდა რომელიმე პარტიის შემომწირველი ბოლო 4 წლის განმავლობაში.

3.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 დამკვირვებლისა.

4.ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისა.

5.საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემას; ბ) საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებას; გ) პოლიტიკურ მიუკერძოებლობას; დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსურ დამოუკიდებლობას და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას; ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვას.

6.საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება ცესკოში. ამასთანავე, ცესკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. საერთაშორისო დამკვირვებელს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მასთან ერთად რეგისტრირდება ცესკოში. საქართველოს 2026 წლის 31 მარტის ორგანული კანონი №1427 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. არჩევნებზე დაკვირვების უფლება აქვთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ პირობებს და რეგისტრაციას გაივლიან ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 1 წლისა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდება ან სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტი რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომელიც არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, გარდა იმ ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა, რომლის ხელმძღვანელი პირი ანდა წესდებით/სხვა სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი იმავდროულად არის რომელიმე პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი ან წესდებით გათვალისწინებული ხელმძღვანელი ორგანოს წევრი ანდა რომელიმე პარტიის შემომწირველი ბოლო 4 წლის განმავლობაში. 3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლის – ადგილობრივი დამკვირვებლის − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 1 დამკვირვებლისა. 4. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისა. 5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემას; ბ) საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებას; გ) პოლიტიკურ მიუკერძოებლობას; დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისგან ფინანსურ დამოუკიდებლობას და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას; ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვას. 6. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირდება ცესკოში. ამასთანავე, ცესკო უფლებამოსილია ორგანიზაციის რეგისტრაციისას მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობის დადგენას. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია არჩევნებზე დაკვირვებას ახორციელებს ორგანიზაციის წარმომადგენლების − საერთაშორისო დამკვირვებლების − მეშვეობით. ერთ ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 საერთაშორისო დამკვირვებლისა. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. საერთაშორისო დამკვირვებელს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მასთან ერთად რეგისტრირდება ცესკოში. საქართველოს 2026 წლის 31 მარტის ორგანული კანონი №1427 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 44-ე მუხლის მე-7 პუნქტში დაემატა წესი, რომ საერთაშორისო დამკვირვებელი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე 18 წლის ასაკიდან; თარჯიმნის ცესკოში რეგისტრაციის წესი ერთეულ დამკვირვებელზეა გადაფორმულებული.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6243061984534464951525644
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…უცხოური გავლენის გამჭვ…ეროვნული მარეგულირებელ…საქართველოს კონსტიტუცი…შეზღუდული შესაძლებლობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა