1.საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ სხვა ენაზედაც.
2.
1.საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება ცესკოს განკარგულების საფუძველზე, მის მიერ დადგენილი ნიმუშის მიხედვით, ქართულ ენაზე, აფხაზეთში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ სხვა ენაზედაც.
2.
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო
3.საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვას და ძირითადი საარჩევნო ყუთისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის დამზადებას უზრუნველყოფს ცესკო. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცესკოს მიერ უფლებამოსილ პირთა და დამკვირვებელთა მუდმივი მეთვალყურეობით. საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის პროცესზე დაკვირვების უფლება მათი დამზადების თითოეულ ადგილზე აქვთ ცესკოს განკარგულებით დანიშნულ კომისიის 2 წევრსა და ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, რომლებიც შეთანხმების საფუძველზე წარადგენენ არაუმეტეს 3 დამკვირვებელს.
4.სათანადო განკარგულების მიღებიდან 2 დღის ვადაში ცესკო აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადების ადგილის შესახებ, აგრეთვე საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვისა და საარჩევნო ყუთების დამზადებისთვის პასუხისმგებელი პირების თაობაზე.
5.საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვის დაკვეთის შემსრულებელი პირადად აგებს პასუხს, რომ დაბეჭდილი და შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული ბიულეტენების რაოდენობა ზუსტად შეესაბამებოდეს დაკვეთილი ბიულეტენების რაოდენობას, რომ მასთან არ დაიბეჭდოს და არ გავრცელდეს ზედმეტი ბიულეტენები.
6.საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბიულეტენების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი პირადად აგებენ პასუხს.
7.საარჩევნო ბიულეტენების ზუსტი აღრიცხვის მიზნით თითოეული სახის საარჩევნო ბიულეტენები თანამიმდევრობით ინომრება (ნომერი აღინიშნება ბიულეტენის ყუაზე; ბიულეტენი და მისი ყუა ერთმანეთისგან პერფორირებული ხაზითაა გამოყოფილი) და 50-50 ცალად, ბლოკნოტების სახით იკინძება. ყოველ ბლოკნოტს აქვს თავფურცელი, რომელზედაც მითითებულია საარჩევნო ბიულეტენის სახე, დაბეჭდილია გრაფები ბლოკნოტის ნომრის, ბლოკნოტში არსებული ბიულეტენების ნომრების, საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის ნომრებისა და დასახელებებისთვის, გრაფები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის იმ წევრის (ამომრჩეველთა რეგისტრატორი) ხელმოწერებისთვის, რომელსაც გადაეცემა ეს ბლოკნოტი, აგრეთვე გრაფა გამოუყენებელი ბიულეტენების რაოდენობის აღნიშვნისთვის.
8.თითოეული საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადაცემული სპეციალური კონვერტების რაოდენობა ტოლია საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობისა, ხოლო საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა – საარჩევნო უბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50-ის ჯერადი რიცხვისა.
9.ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.
10.საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების რაოდენობა ზუსტად აღირიცხება. ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადაცემისას 2 ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები, სპეციალური კონვერტების რაოდენობა, საარჩევნო ბიულეტენების სახე, ბიულეტენების ბლოკნოტების რაოდენობა (მათი ნომრებისა და ბიულეტენების ნომრების მითითებით), მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (მიღება-ჩაბარების აქტის 1 ცალი რჩება საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გადამცემ საარჩევნო კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების მიმღებს). საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი, რომელსაც გადაეცემა საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური კონვერტები, ვალდებულია მოითხოვოს მიღება-ჩაბარების აქტის 1 ცალი შესაბამისი საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემად. მიღება-ჩაბარების აქტი საჯარო ინფორმაციაა.
11.ამ მუხლის მე-10 პუნქტში აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე აქტის ხელმომწერი მხარეები საარჩევნო ბიულეტენების რეკვიზიტების შესაბამისობის გარკვევის შემდეგ ითვლიან ბიულეტენების რაოდენობას და სათანადო მონაცემები შეაქვთ მიღება-ჩაბარების აქტში. ამის შემდეგ საარჩევნო ბიულეტენები კვლავ ილუქება, რასაც მხარეები ხელმოწერებით ადასტურებენ.
12.საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე აღნიშნული უნდა იყოს: ა) არჩევნების/რეფერენდუმის დასახელება და არჩევნების/რეფერენდუმის ჩატარების თარიღი; ბ) საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი; გ) საარჩევნო უბნის ნომერი (საარჩევნო ბიულეტენის ყუასა და საკუთრივ ბიულეტენზე); დ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების დროს – არჩევნებში მონაწილე პარტიის რიგითი ნომერი და სახელწოდება; თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების დროს – კანდიდატის რიგითი ნომერი, გვარი, სახელი, წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება. თუ მაჟორიტარი კანდიდატი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, საარჩევნო ბიულეტენში რიგითი ნომრის გასწვრივ აღინიშნება „დამოუკიდებელი“; ე) სარეფერენდუმო ბიულეტენის შემთხვევაში − აგრეთვე მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: „დიახ“ და „არა“; ვ) საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი; ზ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ხელმოწერის ადგილი; თ) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საარჩევნო ბიულეტენის სპეციალური ბეჭდით დამოწმების ადგილი.
13.თუ აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ბიულეტენი სხვა საარჩევნო უბნისთვის/საარჩევნო ოლქისთვის არის განკუთვნილი ან ბიულეტენების რაოდენობა არ შეესაბამება მითითებულ რაოდენობას ან ბიულეტენს აქვს ბეჭდური ან სხვა სახის წუნი, ეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ზემდგომ საარჩევნო კომისიას, ხოლო შესაბამისი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია სათანადო აქტის საფუძველზე შემაჯამებელ ოქმში დააფიქსიროს ბიულეტენების რეალური რაოდენობა.
14.საარჩევნო სუბიექტის არჩევნებიდან მოხსნის შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ბიულეტენში საარჩევნო სუბიექტის სახელის/სახელწოდების გასწვრივ დაისმება შტამპი „არჩევნებიდან მოხსნილია“.
15.საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. აკრძალულია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებურად გატანა, წაღება ან განადგურება.
16.საარჩევნო ბიულეტენი იბეჭდება დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდზე, რომლის დაკვეთისა და შესყიდვის უფლება აქვს მხოლოდ ცესკოს.
17.ამ მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილი აკრძალვის დარღვევა, აგრეთვე ყალბი საარჩევნო ბიულეტენის გავრცელება და გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით დადგენილი წესით.
18.საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენს (ბიულეტენებს) და სპეციალურ კონვერტებს გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის (ID-ბარათის), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოქმედი არაელექტრონული (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის არმქონე) მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში.
19.კენჭისყრის დღეს ყოველ ამომრჩეველს გადაეცემა ერთი სპეციალური კონვერტი და შესაბამისი რაოდენობის საარჩევნო ბიულეტენი.
20.საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს ამომრჩეველს გადაეცემა არჩევნებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი.
21.საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) გაცემას ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.
22.ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის (ბიულეტენების) მიღებას ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერით ადასტურებს.
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით სწორი სპეციალისტის პოვნაში.