1.კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.
2.
1.კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.
2.
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო
3.იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევენ ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ უნდა აღემატებოდეს.
4.ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართების მითითებით (არსებობის შემთხვევაში) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში.
5.გამონაკლის შემთხვევებში (პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო, სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი, სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-15 დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს.
6.შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე მოქმედ მუნიციპალიტეტის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება.
7.აკრძალულია ამ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეებისთვის მათი შესაბამისი ქვედანაყოფების ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების შექმნა, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8.საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს. თავი IV. ამომრჩეველთა სიები
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით სწორი სპეციალისტის პოვნაში.