Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საარჩევნო კოდექსიმუხლი 67

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 67. საარჩევნო უბნის გახსნა

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დღის 6 საათსა და 45 წუთზე.

2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა 9-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ითვლება, რომ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია სპეციალურ ჯგუფად გარდაიქმნა, და სპეციალურ ჯგუფს უფლება აქვს, ჩაატაროს კენჭისყრა. სპეციალური ჯგუფის კვორუმად განისაზღვრება მისი არსებული შემადგენლობის უმრავლესობა. სპეციალური ჯგუფის წევრებს ფუნქციები სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარემ წილისყრის გარეშე უნდა მიანიჭოს.

3.თუ კენჭისყრის დღეს აღმოჩნდა, რომ სპეციალური ჯგუფის არსებული შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ იკრიბება და განკარგულებით სპეციალური ჯგუფის არსებულ შემადგენლობას ამატებს იმდენ წევრს, რამდენიც უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას. თუ ამ პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალურ ჯგუფს ერთდროულად არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ან არ ჰყავს სპეციალური ჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეციალური ჯგუფი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეციალური ჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს.

4.საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პროცედურები ტარდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საარჩევნო უბნის გახსნისთანავე იხსნება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნი. ჩანაწერთა წიგნის პირველ და მე-2 გვერდებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − მე-10 და მომდევნო გვერდებზედაც ხელს აწერს მისი გახსნისას კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი; ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამოწმებს იმ დალუქული პაკეტის მთლიანობას, რომელშიც მოთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის სპეციალური ბეჭედი.

5.თუ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა დააფიქსირა (აღმოაჩინა) დარღვევა საჩივრის რეგისტრაციისას, ამ საჩივრის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.

6.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ამომრჩეველთა სპეციალური სიის, აგრეთვე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის მიხედვით; ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების პაკეტების მთლიანობას და აცხადებს მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა და სპეციალურ კონვერტთა რაოდენობას; გ) ამოწმებს და ცესკოს მიერ დადგენილი წესით, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქით ლუქავს ძირითად საარჩევნო ყუთსა და გადასატან საარჩევნო ყუთს.

7.ამომრჩეველთა რეგისტრატორ თითოეულ კომისიის წევრს გადაეცემა ყველა სახის საარჩევნო ბიულეტენის თითო ბლოკნოტი, რაც დასტურდება მის თავფურცელზე კომისიის თავმჯდომარისა და ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ხელმოწერებით. ბლოკნოტიდან ყველა საარჩევნო ბიულეტენის გაცემის შემდეგ ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრს გადაეცემა მეორე ბლოკნოტი და ა. შ..

8.ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და„ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აცხადებს და ეს მონაცემები (გარდა სპეციალური კონვერტების რაოდენობისა) შეაქვს კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმსა და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.

9.საკონტროლო ფურცლებს ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი საკონტროლო ფურცლებს სამ ეგზემპლარად ავსებენ. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საკონტროლო ფურცლის ერთ ეგზემპლარს აგდებს ძირითად საარჩევნო ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ, მეორე ეგზემპლარს – გადასატან საარჩევნო ყუთში, ხოლო მესამე ეგზემპლარს ინახავს საარჩევნო ყუთებში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შემდგომი შედარების მიზნით.

10.კენჭისყრა იწყება კენჭისყრის დღის 8 საათზე.

წინა მუხლი 66შემდეგი მუხლი 68

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №2

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 84აჭარის ავტონომიური… 78

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 78კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურები
  • 33საარჩევნო უბნები
  • 72გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 72კენჭისყრისა
  • 36საარჩევნო
  • 86განცხადებები

რეფერენდუმის შესახებ

  • 23კენჭისყრის მოწყობა
  • 25კენჭისყრის შედეგების დათვლა საარჩევნო უბანში

ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ

  • 28კენჭისყრის ჩატარება
  • 29ხმების დათვლა საარჩევნო უბანში

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 90ხმის მიცემა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 23ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა და შეკრება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
282923232590847833727872368667
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…რეფერენდუმის შესახებადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026