კამპანია ( აგიტაცია ) 1. წინასაარჩევნო კამპანია ( აგიტაცია ) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე . პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით .
2.წინასაარჩევნო კამპანიის ( აგიტაციის ) პერიოდში პარტიას , საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატსა და საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ , დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები , განცხადებები , წარწერები , ფურცლები , ფოტომასალები და სხვა მასალები . აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათი ჩამორთმევა , აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და მათი წინასაარჩევნო აგიტაციის გასაწევად გამოყენებისთვის ხელის შეშლა .
3.პარტიას , საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს , საარჩევნო სუბიექტსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ , გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით . საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას , არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ , ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ , რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას . ამ პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ ამავე პუნქტით დადგენილი წესების დარღვევა არის ამ კანონით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის ( აგიტაციის ) ჩატარების წესების დარღვევა .
4.წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს , გარდა : ა ) საარჩევნო კომისიის წევრისა ; ბ ) მოსამართლისა ; გ ) საქართველოს პროკურატურის , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა ; დ ) გენერალური აუდიტორისა ; ე ) საქართველოს სახალხო დამცველისა ; ვ ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა ; ზ ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა ; თ ) საჯარო მოსამსახურისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან / და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ; ი ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა ; კ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ( გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა , სახელოვნებო დაწესებულებებისა , რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა ) თანამშრომლისა , სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის თანამშრომლისა , სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა , აღმზრდელ - პედაგოგისა , აღმზრდელისა , მასწავლებლისა , აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირისა − სამუშაო საათების განმავლობაში ან / და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს ; ლ ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირისა და დამკვირვებლისა .
5.აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის ( აგიტაციის ) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში : ა ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ; ბ ) სასამართლოები ; გ ) სამხედრო ნაწილები .
6.წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ პარტიებს / საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების , საჯარო დებატებისა და დისკუსიების , შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში , უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება .
7.აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის /აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის / მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე / პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა . აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება .
8.მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართავად სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები საარჩევნო კომისიებს უსასყიდლოდ ეთმობა .
9.მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა - ნაგებობების ნუსხა , სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია ( აგიტაცია ), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას . საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა - ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში , უზრუნველყოს ამ შენობა - ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისთვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგი ( თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ , ღონისძიებების გამართვის თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება ). მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა - ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე .
10.საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა - ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით , დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა . ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება .
11.აკრძალულია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა .
12.დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება . ეს მასალა ჩამოხსნას / დემონტაჟს / აღებას ექვემდებარება . ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება , აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანების შეკრება ან ამომრჩევლების აღრიცხვა .
13.ამ მუხლის მე -12 პუნქტი არ ვრცელდება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე .
