Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებმუხლი 61

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

მუხლი 61. საბიუჯეტო

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 1 მაი. 2026
თემები:საარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:2345678

თანხების , თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა 1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს , რომელსაც სახელმწიფო /ა ვტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა , ეკრძალება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება , რაც ამ მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს : ა ) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში , რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან / და არჩევას ; ბ ) სახელმწიფო / ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დაფინანსებული სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას ; გ ) სამუშაო საათების განმავლობაში ან / და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას .

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს ამ კანონით განსაზღვრულ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე , აგრეთვე ტელერადიომაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის გამოყენებ ის შემთხვევაზე .

3.არჩევნების დღემდე მე -60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების / პროგრამების განხორციელება , რომლებიც საქართველოს სახელმწიფო , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მანამდე გათვალისწინებული არ იყო , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც პროექტები / პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან / და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით , აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით . ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება .

4.სახელმწიფო /ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ეკრძალება არჩევნების დღემდე მე -60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება , რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ .

5.არჩევნების დღემდე მე -60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია სოციალური გასაცემლების ( პენსია , სოციალური დახმარება , შემწეობა და სხვა ) ოდენობების ზრდა , გარდა იმ გასაცემლებისა , რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე , აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების ( პენსია , სოციალური დახმარება , შემწეობა და სხვა ) ან / და შეღავათების დაწესება , რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით . ამ პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხარჯების შეჩერება .

6.ამ მუხლის მე -3 და მე - 5 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო / ავტონომიური რესპუბლიკის ან / და მუნიციპალიტეტის ორგანოთა მიერ კენჭისყრის შენობის მოწყობის ან / და სარემონტო სამუშაოების დაფინანსებაზე .

7.წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის , ვიდეო ან აუდიო მასალის დამზადება , ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნა , რომელშიც / რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი / პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან / და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის / პარტიის მხარდასაჭერ / საწინააღმდეგო ინფორმაციას . იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის / პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება .

8.საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე აკრძალულია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მუნიციპალიტეტის ორგანოს , პოლიციისა და პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება , გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან / და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა .

წინა მუხლი 60შემდეგი მუხლი 62

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა (მუხლი 162)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 მაი. 2026

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 60წინასაარჩევნო
  • 57წინასაარჩევნო
  • 59ამომრჩევლის

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 55საბიუჯეტო თანხების , თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა
  • 53წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა
  • 104წინასაარჩევნო

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 15პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 25²

მაუწყებლობის შესახებ

  • 66¹მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა
  • 66წინასაარჩევნო რეკლამა

მოქალაქის საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

  • 174⁵ა

მოქალაქის საარჩევნო უფლების განხორციელების ხელის შეშლისათვის პასუხისმგებლობის გაძლიერების შესახებ

  • 174⁵ა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25²174⁵66¹6615174⁵555310460575961
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საჯარო სამსახურის შესა…მოქალაქეთა პოლიტიკური …მაუწყებლობის შესახებმოქალაქის საარჩევნო უფ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 მაი. 2026 · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026