მასალა 1. სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს შენობა - ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში .
2.აკრძალულია სააგიტაციო მასალის საკულტო ნაგებობებზე , კულტურული მემკვიდრეობის შენობა - ნაგებობებზე , სახელმწიფო /ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ა და მუნიციპალიტეტის ორგანოების , სასამართლოების , პროკურატურის , სამხედრო ობიექტების , პოლიციის , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − დაზვერვის სააგენტოს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში , აგრეთვე საგზაო ნიშნებზე განთავსება / გაკვრა .
3.აკრძალულია ტოტალიზატორის გამართვა არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე .
4.მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე -2 პუნქტის გათვალისწინებით განსაზღვრონ იმ შენობა - ნაგებობების ჩამონათვალი , რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება / გაკვრა აკრძალულია , და გამოყონ ადგილები ან / და დადგან სტენდები სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად . სტენდი იმ ზომის უნდა იყოს , რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის თანაბარი პირობები იქნეს უზრუნველყოფილი .
5.ამ მუხლის შესაბამისად სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან / და დადგმული სტენდების შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ორგანოები აქვეყნებენ არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა .
6.ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები , მისამართები , ინფორმაცია მისი ტირაჟის , რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ . აკრძალულია ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ამ ინფორმაციის მიუთითებლად გავრცელება . ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე რიგითი ნომრის აღნიშვნა საარჩევნო სუბიექტს ევალება მხოლოდ მას შემდეგ , რაც აღნიშნული ნომერი მიენიჭება .
7.ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის ეგზემპლარები წარედგინება იმ საარჩევნო კომისიას , რომელშიც საარჩევნო სუბიექტმა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია , ამ მუხლის მე -6 პუნქტში მითითებული სააგიტაციო მასალის გამოშვების თარიღიდან არაუგვიანეს მე -5 დღისა .
8.დაუშვებელია და ამ კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა , ჩამოხევა , დაფარვა ან დაზიანება , თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული .
9.შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა . წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა .
