Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაშეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებმუხლი 8

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

მუხლი 8

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ღონისძიებებისაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგისაარჩევნო და პოლიტიკური უფლებების დარღვევამონაცემთა გაჟონვის მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹234578910

1.შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

1¹.სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში დასაშვებია, შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ გაფრთხილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად იქნეს შეტანილი. ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს აღნიშნული გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი.

2.გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს: ა) შეკრების ან მანიფესტაციის ფორმა, მიზანი, ჩატარების ადგილი ან სვლაგეზი, დაწყების დრო, დამთავრების დრო, თარიღი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა; ბ) პასუხისმგებელი პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი (მისამართი), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გაფრთხილების შეტანის თარიღი და დრო.

3.გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს აგრეთვე პასუხისმგებელი პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

4.გაფრთხილებას ხელს აწერენ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები.

5.ადგილობრივი მმართველობის ორგანო არ მიიღებს გაფრთხილებას, თუ : ა) გაფრთხილება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ მოთხოვნებს ; ბ) შეკრება ან მანიფესტაცია ჩატარების ფორმის, დროისა და ადგილის მიხედვით ემთხვევა სხვა შეკრებას, მანიფესტაციას, რომლის შესახებ გაფრთხილება უფრო ადრე იქნა წარდგენილი, ანდა სხვა  მასობრივ აქციას; გ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებით საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ უშიშროებასა და წესრიგს, სხვა ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებს და თავისუფლებებს. (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2 6. (ამოღებულია – 01.07.2011, №4980).

7.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაფრთხილების მიღებისთანავე მის ასლზე ადასტურებს გაფრთხილების მიღების თარიღსა და დროს.

8.გაფრთხილების მიმღები თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, განუმარტონ შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებს ამ კანონის მოთხოვნები და გააფრთხილონ ისინი დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

9.შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება გაფრთხილებაში აღნიშნულ დროსა და ადგილას, მასში მითითებული მიზნისა და სვლაგეზის შესაბამისად.

10.შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზ ებ ისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები და მისი მონაწილენი ვალდებული არიან , დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და შეასრულონ გაფრთხილებით ნაკისრი ვალდებულებანი. საქართველოს 1998 წლის 15 მაისის კანონი №1392 - საქართველოს პარლამენტის უწყებანი №19-20, 30.05.1998 წ., გვ.76 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2002 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება №2/2/180-183 - სსმ IV, 19.11.2002 წ., გვ.2 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4980 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6993-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №3/3/1635  – ვებგვერდი, 18.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №274 - ვებგვერდი, 06.02.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1203 – ვებგვერდი, 11.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26 · ძალაშია 11 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 11 დეკ. 2025

    1¹ პუნქტის ბოლო წინადადებაში დაემატა „აღნიშნული“, რომლითაც განსხვავებული ფორმისა და წესის განსაზღვრა კონკრეტულად ამ გაფრთხილებას უკავშირდება. მე-7 პუნქტში მიღების თარიღისა და დროის დამადასტურებელი ორგანო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ნაცვლად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტია.

  2. 6 თებ. 2025

    მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში ამოღებულია სიტყვები „ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების მიერ აქციის“. გაფრთხილებაში უნდა აღინიშნოს პასუხისმგებელი პირის მიერ შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.

  3. 18 დეკ. 2023

    მე-8 მუხლის პირველი პუნქტის 5-დღიანი გაფრთხილების ვალდებულება ძალადაკარგულია იმ შემთხვევაში, როდესაც შეკრების ან მანიფესტაციის სპონტანურობის გამო ამ ვადაში გაფრთხილება შეუძლებელია; ამის შესახებ შენიშვნა ჩაერთო მეორე პუნქტის ნომრის წინ.

  4. 28 ივლ. 2020

    მე-8 მუხლის პირველ და მე-7 პუნქტებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შეიცვალა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოთი.

  5. 14 ივლ. 2011

    მე-8 მუხლში გაფრთხილების მიმღებ ორგანოდ განისაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ასლზე დასადასტურებელია გაფრთხილების მიღების თარიღი და დრო. დაემატა მე-9 და მე-10 ნაწილები გაფრთხილების შესაბამისად ჩატარებისა და კანონმდებლობის დაცვის ვალდებულების შესახებ.

  6. 27 აპრ. 2011

    მე-8 მუხლში არსებული აღნიშვნა „არაკონსტიტუციურია“ ჩანაცვლდა ფორმულირებით „(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი)“; ნორმატიული შინაარსი არ შეცვლილა.

  7. 19 ნოე. 2002

    მე-8 მუხლის მე-5 პუნქტს, რომელიც ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გაფრთხილების მიუღებლობის საფუძვლებს ანიჭებდა, დაემატა არაკონსტიტუციურობის აღნიშვნა და ცვლილების წყაროს მითითება.

  8. 30 მაი. 1998

    8-ე მუხლს დაემატა ახალი მე-5 და მე-6 პუნქტი გაფრთხილების მიღებაზე უარის სამი საფუძვლით და ორდღიანი ვადით, ხოლო ძველი მე-6 პუნქტი მერვე პუნქტად გადანომრა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფა (მუხლი 161)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევა (მუხლი 174¹)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (მუხლი 225)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ინციდენტის შეტყობინება ინსპექტორისთვის3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №27

  • 8 ცვლილება · ბოლო 11 დეკ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს ადმინი… 174¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

  • 5
  • 10
  • 13

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 174¹შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა
  • 270წინადადებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 347შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევა
  • 161შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა

საქართველოს კონსტიტუცია

  • 21შეკრების თავისუფლება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

  • 36მითითება გარიგების შეჩერების შესახებ

პოლიციის შესახებ

  • 21პირის მოწვევა
  • 18პოლიციის პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 128პარტიების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
347161174¹27021510132118361288
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…შეკრებებისა და მანიფეს…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…ფულის გათეთრებისა და ტ…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026