1.წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.
1.წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. პარტიები და საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატები სარგებლობენ თანასწორი უფლებებით და აკისრიათ თანაბარი ვალდებულებები ამ კანონით დადგენილი წესით.
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
ყოველთვის განახლებული სამართლებრივი ჩარჩო
2.წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატსა და საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა მასალები. აკრძალულია მათი გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათი ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა და მათი წინასაარჩევნო აგიტაციის გასაწევად გამოყენებისთვის ხელის შეშლა.
3.პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტსა და მათ მხარდამჭერებს უფლება აქვთ, გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით. საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. ამ პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ ამავე პუნქტით დადგენილი წესების დარღვევა არის ამ კანონით გათვალისწინებული წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარების წესების დარღვევა.
4.წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა: ა) საარჩევნო კომისიის წევრისა; ბ) მოსამართლისა; გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეებისა; დ) გენერალური აუდიტორისა; ე) საქართველოს სახალხო დამცველისა; ვ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა; ზ) საქველმოქმედო და რელიგიური ორგანიზაციებისა; თ) საჯარო მოსამსახურისა – სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს; ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებისა; კ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელოვნებო დაწესებულებებისა, რელიგიური ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა) თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის თანამშრომლისა, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორისა, აღმზრდელ-პედაგოგისა, აღმზრდელისა, მასწავლებლისა, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირისა − სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებებს; ლ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირისა და დამკვირვებლისა.
5.აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები; ბ) სასამართლოები; გ) სამხედრო ნაწილები.
6.წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრებისა და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების,შეკრებებისადამანიფესტაციებისორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
7.აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება.
8.მასობრივი საარჩევნო ღონისძიებების გასამართავად სახელმწიფო ხელისუფლების ან მუნიციპალიტეტის ორგანოების გამგებლობაში არსებული შენობები საარჩევნო კომისიებს უსასყიდლოდ ეთმობა.
9.მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 5 დღის ვადაში შეადგინონ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), და გადასცენ იგი საოლქო საარჩევნო კომისიას. საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა გაასაჯაროოს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, უზრუნველყოს ამ შენობა-ნაგებობების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პარტიისა და საარჩევნო სუბიექტისთვის და მათთან შეთანხმებით შეადგინოს საარჩევნო ღონისძიებების გამართვის განრიგი (თუ ღონისძიებები ერთმანეთს დაემთხვა და საარჩევნო სუბიექტები ვერ შეთანხმდნენ, ღონისძიებების გამართვის თანამიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება). მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
10.საოლქო საარჩევნო კომისიამ შენობა-ნაგებობის გამოყენების მოთხოვნის თაობაზე საარჩევნო სუბიექტის შესაბამის მიმართვას წერილობით, დასაბუთებულად უნდა უპასუხოს მიმართვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა მიმართვაზე თანხმობად ჩაითვლება.
11.აკრძალულია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა.
12.დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანების შეკრება ან ამომრჩევლების აღრიცხვა.
13.ამ მუხლის მე-12 პუნქტი არ ვრცელდება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე.
აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით სწორი სპეციალისტის პოვნაში.