1.ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება 2012 წლის 1 ივლისამდე აღიარებულ სამშენებლო სამუშაოებზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის უცხო ქვეყნის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით (მათ შორის, კრედიტის სახით) განხორციელებულ ან განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე, 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგად დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვებზე, რომლებიც სრულდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წინასწარ განსაზღვრულ, უცვლელ და ერთიან (ფიქსირებულ) ფასად (lump sum), საჯარო ინტერესთა გამოხატვის გზით ჩატარებული ბაზრის წინასწარი კვლევის საფუძველზე. აღნიშნული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების lump sum ტიპად მიჩნევის საკითხს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2.ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ან გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერები სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებზე, გავრცელდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება. აგრეთვე, ასეთ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის პროცესში, „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენისას ან სამუშაოების მიმდინარეობისას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების კორექტირებების ან/და საექსპერტო შეფასების დროს გამოყენებულ იქნეს „ტექნიკური რეგლამენტის − „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებაში მოცემული დანარიცხები და მათი დარიცხვის წესები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ხდება ახალი ერთეულის ფასის განსაზღვრა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში გამოიყენება ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი.
3.სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში ახალი ერთეულის ფასის განსაზღვრის შემთხვევაში, აღნიშნული ახალი ერთეულის ფასი მცირდება სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და ელექტრონული ტენდერის შედეგად დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 ივნისის დადგენილება №264 - ვებგვერდი, 16.06.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 სექტემბრის დადგენილება №462 - ვებგვერდი, 30.09.2026წ.

